1404711359_segodnya-v-bryussele-rassmotryat-vopros-ob-usilenii-sankciy-protiv-rossiiდასავლეთმა კარგად იცის, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების დაწყება სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევს რეგიონში, კონფლიქტს რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ისეთ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელშიც რამდენიმე ქვეყანა ჩაერთვება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი ყოველგვარი სამხედრო დახმარების წინააღმდეგია უკრაინაში. ოფიციალურმა მოსკოვმა ეს კარგად იცის.  ამიტომაცაა, რომ ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ჯარების სრული მობილიზება დაიწყო უკრაინაში თავდასხმისთვის.სამხედრო მოქმედებები უკრაინის სამხრეთით დონეცკის ოლქში განახლდა, სანამ რუსეთი ჯარების მობილიზებას მოახდენდა ამ ტერიტორიაზე უკრაინელმა მოამბოხეებმა უკვე დაიკავეს სტრატერგიული წერტილები.

ევროპელი ანალიტიკოსები და ექსპერტები ამ კრიზისულ სიტუაციას „ცივი ომის“  პერიოდს ადარებენ და ამბობენ, რომ ეს არის „ცივი ომი“, ომი სადაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არა „რკინის ფარდაა“ ჩამოფარებული, არამედ დასავლეთია „რკინის ბორკილებით“ შეკრული, რადგან რუსეთი მას მოქმედების საშუალებას არ აძლევს. ერთადერთი მოქმედება კი  – სანქციებია. თუმცა აქაც პრობლემას ვაწყდებით, რუსეთის წინააღმდეგ ყველა ეკონომიკურად „მტკინვეული“ ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ასე, რომ აშშ–სა და ევროკავშირს გამოსავალად  ისღა რჩება, რომ მათ რაიმე სხვა სახით მიაყენონ ზიანი რუსეთის მრეწველობასა და ფინანსურ ინსტიტუტებს.

10681740_832485006782777_1031542381_nსანქციების ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ისიც, რომ დასავლეთი თავის მხრივ დიდ ზიანს მიაყენებს საკუთარ ეკონომიკასაც. ანალიტიკოსებს მოჰყავთ ორი მაგალითი : პირველი – აშშ და ევროკავშირი მოუწოდებენ მათში შემავალ და მოკავშირე ქვეყნების ბანკებს, რომ არ დაამყარონ საბანკო კავშირები რუს კოლეგებთან. მეორე – წინა სანქციების დროს, რუსეთს მხოლოდ მომავალი ტექნოლოგიური ინვესტიციების ჩადება, გადარიცხვები  და ენერგეტიული სექტორის წარმოება აეკრძალა. ახლა კი, როცა დასავლეთმა დაბლოკა ათასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციები და აღჭურვილობა, შეწყდა კავშირები რუსულ ნავთობ გაზსადენებსა  და დასავლეთ კოლეგებს შორის.

მოსკოვი საპასუხოდ ცდილობს, რომ იბრძოლოს სანქციების წინააღმდეგ და საერთაშორისო სასამართლოს სთხოვს, რომ უშუამდგომლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთარში ევროპისთვის გაზის სრულიად შეწყვეტით იმუქრება. ყველამ ძალიან კარგად იცის და არც არავინ დაობს, რომ რუსეთისთვის ენერგორესურსები ყველაზე დიდი განძია. რუსეთის მხრიდან კვების იმპორტის ემბარგომ საკუთარ ქვეყანაში აჩვენა, რომ  პუტინის რეჟიმი საფრთხის მომტანია არა მარტო უკრაინისთვის, ისევე საკუთარი ხალხისთვისაც.

merkel_2248702bანგელა მერკელმა ერთ–ერთი შეხვედრის დროს გასულ კვირას განაცხადა, რომ არ არსებობს სრულყოფილი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. რა იგულისხმება სრულყოფილ სანქციებში ?

პირველ რიგში ის, რომ სანქციებით რუსეთმა უკან დაიხიოს და შეაჩეროს უკრაინის ინტერვენცია, მეორე კი – არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. რაც არ უნდა სასარგებლო იყოს დასავლეთისთვის სანქციებით შეშინებული რუსული პოლიტიკა იგი მაინც დამღუპველი იქნება თავად რუსი ხალხისთვის, რადგან  მცირდება სამუშაო ადგილები, რეჟიმის პოპულარობა ან ლეგიტიმურობა თავიდანვე დამოკიდებული იყო კურსზე და პატრიოტრულ ისტერიაზე. ახლა კი პუტინით განაწყენებული რუსი ხალხი იწყებს ანტიპუტინურ ისტერიას. სახელმწიფო კი თავის მხრივ, –  კონტროლს  ტელევიზიაზე.

სანქციების გარდა, სამხედრო დახმარების მომხრეები ამბობე, რომ ერთადერთი საშუალება რითიც პუტინის უკან დახევა შეიძლება არის სამხედრო დახმარება. დასავლეთს შეუძლია უკრაინას მიაწოდოს იარაღი, ტყვია – უკრაინელებს საკმარისად აქვს. კიევს ყველაზე მეტად სჭირდება სარადარო ტექნიკა, რათა დაიცვან საკუთარი საჰაერო სივრცე, მათ ესაჭიროებათ თავდაცვითი შეიარაღება, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები. მაგრამ ექსპერტების აზრით, ყველაზე დიდი დახმარება უკრაინისთვის რაც დასავლეთს შეუძლია არის მორალური დახმარება, მსოფლიო ქვეყნების მიერ სოლიდარობის გამოცხადება.

10681940_832484576782820_1500804882_nპუტინისთვის გამოსავალს კი  უკან დახევა არ წარმოადგენს. თუმცა იცის, რომ თუ ჯარებს არ გამოიყვანს საკუთარ არმიაში დიდი მსხვერპლი იქნება, რაც პუტინისთვის მნიშვნელოვანია –  არა მხოლოდ სამხედრო, ადამიანური რესურსის ან მორალური თვალსაზრისით, არამედ მოსახლეობის მხარდაჭერისთვის, რადგან უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების მშობლები წარსულში ავღანეთში იბრძოდნენ სსრკ–ს სახელით.  უკვე გავრცელდა youtube-ს საშუალებით რუსი დედების თხოვნა პუტინის მისამართით, რომ დააბრუნონ მათი შვილები „სიკვდილის ველიდან“ (დონეცკის ოლქი).

russia120303საბოლოოდ, კი იმის თქმა შეგვიძლია რომ პუტინის წინააღმდეგ ნებისმიერი ზეწოლა დასავლეთის მხრიდან ეფექტური ვერ იქნება, სწრაფი სამხედრო ჩარევის ან თავად რუსი ხალხის წინააღმდეგობის გარდა. მაგრამ დასავლეთის აზრი ამ საკითხზეც ორად იყოფა. ამ დებატებისა და ყოველდღიური შეხვედრების პარალელურად კი  უკრაინაში, დღეში ათეულობით რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.

წყარო : Cnn.com

04.09.14

ნათია კეკენაძე

Please follow and like us: