უელსის სამიტი ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოებს ნატოსთან და ქვეყნის განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს დელეგაცია ნატო-ს უელსის სამიტზე ძალიან ღირსეულად და წარმატებულად გამოდის.
„დღეს დაველოდებით საბოლოო ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ, სათანადოდ შეფასდება ყველა ის პროგესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. აღნიშნული სამიტი კიდევ უფრო დაგვაახლოებს ნატოსთან, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და მაქსიმალურად დაცული ვიყოთ მომავალში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
05.09.14