11 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

unnamed (8)საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ეწვია შვედეთის სამეფოს, რომლის ფარგლებშიც იგი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით 5 სექტემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 6 ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების არაფორმალური შეხვედრაში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბერუჩაშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები შვედეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ფრანკ ბელფრაგესთან და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ევროპისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორთან ელსა ჰოსტადთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობების აქტუალური თემები და თანამშრომლობის შემდგომი პრიორიტეტები, განსაკუთრებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში.

ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა თავის უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან, რომელზეც განხილულ იქნა ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი. მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობასა და  გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე, ასევე, დაადასტურეს სამივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

4 სექტემბერს, გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების  შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ფრანკ ბელფრაგესთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას და ამ ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის პროგრესულად განვითარების პერსპექტივებს, ევროკავშირში მათი სრული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ასევე, აღინიშნა ასოცირების შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესში ევროკავშირისა  და მისი წევრი ქვეყნების სათანადო ტექნიკური და ფინანსური დახმარების აუცილებლობა. ამ კონტექსტში, შვედეთის მხარემ გამოთქვა მზაობა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში.

05.09.14

Please follow and like us: