2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობის სერვისის გაძვირების გამო მობილურ ოპერატორებთან “კითხვის ნიშნები” არსებობს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძის განუცხადა.

“ამ თემაზე არის კითხვის ნიშნები ყველა მონაწილის, მათ შორის მობილური ოპერატორების მიმართ. თუ როგორ მოხდა, რომ ერთ დღეს სამივე მობილურმა ოპერატორმა გადაწყვიტა თავის სადისტრიბუციო პოლიტიკის შეცვლა და ერთ დღეს იდენტური ხელშეკრულებები გაუგზავნეს ყველა მონაწილეს, რაც რეალურად მათი სერვისის გაძვირებას ნიშნავს”, – განუცხადა გიორგი ქადაგიძემ დღეს ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი სწავლობს სწრაფი გადახდის აპარატების ფინანსურ მდგომარეობასაც, თუ რამდენად რეალურად არსებობს მათი გაკოტრების საფრთხე.

“ასევე, ვსწავლობთ რიგი კომერციული ბანკების უფასო შეთავაზებას – არის ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა, თუ დროებითი დემპინგური ფასის შეთავაზება, ფინანსურად უფრო სუსტი კონკურენტის ბაზრიდან გაყვანის მიმართულებით. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება დასკვნა ამ მიმართულებით და კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთებთ რეაგირებას,” – აღნიშნა ქადაგიძემ.

30.04.13

Please follow and like us: