საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ქორწინება ოფიციალურად დუშეთში გააფორმეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები – ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. მაკა ჩიჩუამ და გიორგი მარგველაშვილმა, რომლებიც წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ, ხელი დღეს მოაწერეს. ამასთან, გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა შვილს ელოდებიან. 10.09.14