ლოგიკურია, რომ მურმან დუმბაძე არც უმრავლესობაში იყოს და არც ვიცე-სპიკერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ვიცე-სპიკერის პოსტზე დუმბაძის შემცვლელზე გუნდში მჯელობა უკვე გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
“ბატონ მურმანთან დაკავშირებით გუშინ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და იგი პარტიიდან გაირიცხა, ამიტომ ლოგიკურია, რომ ბატონი მურმანი არც უმრავლესობაში იყოს და არც ვიცე-სპიკერი. ვინაიდან მას გაცხადებული აქვს, რომ ოპოზიციური საქმიანობა უნდა. ვფიქრობ, ვიცე-სპიკერი უნდა იყოს აჭარის რეგიონიდან ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა არა მურმან დუმბაძე. ვიცე-სპიკერის პოსტზე მის შემცვლელზე ნაფიქრი გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
15.09.14