“მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩვენ მომავალში გავაგრძელოთ ურთიერთობა, როდესაც ეს ნდობა დაიკარგა”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა “რუსთავი-2”-თან საუბრისას განაცხადა.
“როდესაც ორ უწყებას შორის – საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია საჯარო ხდება, პირველ რიგში, ელემენტარული ეთიკის ნორმები, ელემენტარული კოლეგიალობის ფორმა უნდა იყოს დაცული. როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაძლევთ თქვენ მიმოწერას, ჩვენც შეგვეკითხოს აზრი ამის შესახებ და ელემენტარულად ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რომ ასეთ რამეს აპირებს. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩვენ მომავალში გავაგრძელოთ ურთიერთობა, როდესაც ეს ნდობა დაიკარგა.
მე არ ვიცი რა ინფორმაცია მოგაწოდეს თქვენ, მაგრამ მე ვიხილე “რუსთავი-2″- ზე ციტირება ჩვენ მიერ გაგზავნილი კომუნიკაციიდან, სადაც შეგნებულად იყო გამოტოვებული ის პასაჟები, სადაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვუმარტავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუ რა ზიანის მომტანია ორი დელეგაციის გამგზავრება გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტზე”- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ზალკანიანი გაეროს მიერ გამოგზავნილი წერილის ქრონოლოგიას განმარტავს.
“ეს წერილი არის დათარიღებული 25 თებერვლით, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ გაეროს მისიაში, ის არის შემოსული 14 მარტს, წერილი გაეროს სამდივნოდან ფოსტით არის მოსული და ის გამოგზავნილია, რამდენადაც კომიკური არ უნდა იყოს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე.
საგარეო უწყების დადანაშაულება იმაში, რომ გაეროს არ ვაცნობეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეიზდენტი არის გიორგი მარგევლაშვილი, არის აბსურდი, რადგანაც ინაუგურაციაზე იყო ჩამოსული გაეროს დელეგაცია, მას მიღებული აქვს გაეროს გენერალური მდივნის მისალოცი წერილიც ინაუგურაციაზე.
ამის შემდეგ, მისიამ მიმართა ისევ წერილით გაეროს სამდივნოს, რომ შეესწორებინა ეს შეცდომა, რომლის პასუხიც გამოგზავნილია19 მაისს, ფოსტით ჩვენ მივიღეთ 30 მაისს, მაგრამ თარიღი, 25 თებერვალი, არ არის შეცვლილი გასწორებულ ვაიანტში.
პრეზიდენტს ეს წერილი გავუგზავნეთ 5 ივნისს. პრეიზდენტის ადმინისტრაციისგან კი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მივიღეთ პასუხი”,- განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისათვის, წერილის ასელების მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა გასაჯაროვა, გაეროს გენერალურმა მდივანმა გიორგი მარგველაშვილის სახელზე, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს სამიტზე დასასწრები მოწვევა 25 თებერვალს გამოაგზავნა, ამის შესახებ კი საგარეომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას 11 ივნისს აცნობა.
ფანჯიკიძისინფორმაციით, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს სამიტზე მიწვევა არაგიორგი მარგველაშვილის, არამედ ყოფილი პრეზიდენტის მიხეი სააკაშვილის სახელზე მოვიდა.
17.09.14