პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში მუქარა, თუ ის რეალურ საფრთხეს შეიცავს, დასჯადი უნდა იყოს.
დეპუტატის თქმით, ამ დროისათვის უცნობია, როგორ მოხდება აღნიშნული ინიციატივის კანონში ასახვა, თუმცა იდეის დონეზე ის არსებობს.
„მნიშვნელობა არა აქვს მუქარა რა სახით ხორციელდება პიროვნებაზე. კანონის მიხედვით, ის დასჯადია. თუ ვიღაცას უნდა ჩემი პოზიცია შეცვალოს რაღაც თემასთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში მიგზავნის მუქარის წერილებს, თუ ეს რაღაც ფორმით არ იქნა აღკვეთილი, პრობლემას წარმოადგენს. თუმცა ჯერ უცნობია, როგორ მოხდება ამის იდენტიფიცირება,”-ამბობს ფოფხაძე.
18.09.14