ყველაზე ძვირი სიამოვნება ყოველთვის კარგია, ამიტომ ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე საუკეთესო რესტორნების სია გამოაქვეყნა.

2013 წლის ამი თვის მონაცემით  გამოკითხვამ ცხადყო, რომ ევროპის საუკეთესო რესტორნები პარიზშია. მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად  მოსახლეობამ ტოკიოს რესტორნები დაასახელა.

Forbes-ის გამოკითხვაში მე–10 ადგილს იკავებს, რესტორანი Zalacain (მადრიდი). სადილის საფასური ერთ ადამიანს 108$ უჯდება.

მე–9 ადგილს იკავებს Yamazato (ამსტერდამი) – ცნობილი იაპონური რესტორანი ოკურაში, ამსტერდამშია.  ეგზოტიკური მენიუ ერთ ადამიანს 120$ უჯდება.

მე–8 ადგილზეა ვენაში არსებული რესტორანი Steirereck-ი  ერთი ადამიანის სადილი 114$ ღირს.  რესტორანი განთქმულია სხვადასხვა ასორტის ყველებით, კერძით – „შერბეტი“ და ღვინით. 35 ათასზე მეტი სახეობის ღვინოა.

მე–7 ადგილზეა  ბერლინის Vitrum-ი  სადაც 125$  ჯდება ერთ სულზე. სადაც როგორც  გერმანული ტრადიციულ მენიუა და ასევე იტალიურ მენიუ.

მე–6 ადგილს იკავებს Tetsuya’s რესტორანი სიდნეიში, სადაც  ერთი კაცის მენიუ 135$–ია. აღსანიშნავიუა, რომ აქ მოთხოვნის გამო ვახშამი თვეებით ადრე უნდა დაიჯავშნოს.  რესტორნის შეფ–მზარეულები სტუმრებს იაპონური და ფრანგული საკვებით ანებივრებენ.

მე–5 ადგილს საპატიოდ იკავებს ციურიხის რესტორანი.  Petermann’s Kunstsuben. 151$ ვახშამი, რომლის მენიუში 5 კერძი შედის, ნაპოლეონის ტორტიც, თუმცა ღვინის საფასურს კიდევ ცალკე იხდიან.

მე–4 ადგილს ლონდონის რესტორან  Sketch–ს ეკუთვნის. სიამოვნება ერთ ადამიანს 176$ უჯდება.

მე–3 ადგილს იკავებს რესტორანი  – Eigensinn Farm ტორონტოში. 213$ –ში 8 კერძი შედის, თუმცა ღვინის გარეშე.

მე–2 ადგილზეა პარიზში მდებარე რესტორანი – Arpege და ერთ ადამიანს  235$ –ად შეუძლია კარგად დანაყრდეს და კერძების ხელოვნებით დატკბეს.

ტოპ ათეულის 1 ადგილს იკავებს, ტოკიოს რესტორანი – Aragawa, ერთი ადამიანის ვახშამი სულ რაღაც 277$ ჯდება. რესტორანი როგორც კომფორტული ადგილითაა ცნობილი, ასევე ეგზოტიკური მენიუთი.

01.05.13

Please follow and like us: