თბილისში, მიუსაფართა თავშესაფრის ასაშენებლად კომპანიებისთვის ამ დღეებში ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება. დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ნარმანიას მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც თბილისში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობას ითვალისწინებს.
ნარმანიას განცხადებით, ამ დღეებში კომპანიებისთვის გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. დედაქალაქის მერმა მოუწოდა კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ ელექტრონულ ტენდერში და განაცხადები საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად წარადგინონ.
ნარმანიას თქმით, მიუსაფართა საკითხზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს, კერძოდ, მერიაში, შეიქმნება კომისია, რომელში მონაწილეობა ნარმანიამ ცენტრალური უწყებების წარმომადგენლებსაც შესთავაზა. დედაქალაქის მერმა დასძინა, რომ მიუსაფართა საკითხს რეგიონული განვითარების სააგენტოში შექმნილი კომისია კურირებდა.
24.09.14