5 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ენერგეტიკულ სფეროში სარებილიტაციო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯი იყო არამიზანშეწონილი, რასაც გამოძიება სწავლობს და იქვე განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს “შესყიდვებთან დაკავშირებითაც”.

“პროკურატურაში ძალიან ბევრი დოკუმენტია შესული საინვესიტიციო ვალდებულებების შესრულებასა და იმასთან დაკავშირებით, რაც კეთდებოდა იმისთვის, რომ სხვადასხვა სამუშაოები ჩატარებულიყო. ბევრი შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, 100 ლარის შესასრულებელი სამუშაოებისთვის ხდებოდა 700-800 ლარის გაწერა. სად მიდიოდა დანარჩენი თანხა ყველასთვის გაურკვეველია. ამ მიმართულებით გამოძიება მუშაობს. შესყიდვებთან დაკავშირებითაც არის ძალიან ბევრი კითხვა. როცა ტენდერები ცხადდებოდა, ხშირ შემთხვევაში მას იგებდა “თელასში” მომუშავე, მაღალ თანამდებობეზე მყოფი ადამანების ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებული კომპანიები. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ყველა ეს ფაქტი, ანუ, მინდა ვთქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯი იყო არამიზანშეწონილი, არ იმართებოდა ეს თანხმები სწორი მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან “ინტერ რაო ეესთან” გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზეც ისაუბრა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც ჰქონდა “ინტერ რაოს” 2025 წლამდე რჩება ძალაში. ძალაში რჩება ვალდებულების არ შესრულების შემთხვევაში დაჯარიმების წესებიც. კონტრაქტი ხელმოწერილია 2025 წლამდე. ძირითადი ვალდებულება იყო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაზეც, ჩანს, რომ ამის გაკეთების სურვილი არ გააჩნია ამ კომპანიას. გააკეთებს თუ არა გააკეთებს, დაველოდოთ. თუ ვალდებულებას შესაბამის ვადაში არ შეასრულებს მაშინ “წავა” ჯარიმებზე”, – აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ტარიფის შემცირებას, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, სამიდან (წარმოება, გადაცემა, დისტრიბუცია) საფასურის შემცირება მხოლოდ ერთ კომპონენტში – დისტრიბუციის ნაწილში იყო შესაძლებელი და ეს განხორციელდა.

01.05.13

Please follow and like us: