საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შვლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზიანებულ ობიექტებს ათვალიერებენ.
დავით შავლიაშვილმა, ვახტანგ გომელაურმა და მინდია ჯანელიძემ უკვე მოინახულეს ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი მუშა-ხელი. სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობაზეც. ქალაქ ოზურგეთის 70%-ს წყალი უკვე მიეწოდება.
დავით შავლიაშვილი დღეს ბათუმში შეხვდა და მადლობა გადაუხადა შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკურ დირექტორს, ლევან ვაშაკიძეს, მშენებლობის სამმართველოს უფროსს, ტარიელ მახათაძეს, ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, მიხეილ ლოლაძეს, ფოთის, წყალტუბოს, ქუთაისის, ბაღდათის, ოზურგეთის სერვის-ცენტრების წარმომადგენლებს, რომლებიც ოპერატიულად ჩაერთვნენ მხარეში შექმნილი პრობლემის მოგვარებაში.
აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, შტაბის წევრები ოზურგეთში საგანგებო თათბირს გამართავენ.
25.09.14