unnamedსაქართველოსა და ბენინს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოეწერა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოქმზე ხელმოწერის ცერემონია გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოაწერა, ბენინის მხრიდან კი გაეროში ბენინის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოები თანამშრომლობისას ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.

26.09.14

Please follow and like us: