2014 წლის აგვისტოს თვეში „დავითიანნის“ სოციოლოგიური კვლევების კომიტეტმა ჩაატარა კვლევა დასვენებასა და ტურიზმზმე, სად და როგორ ისვენებენ რესპონდენტები და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი დასვენების დროს. გამოიკითხა სულ 300 ადამიანი. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა 18 წლის ზევით ადამიანები, კვლევის მეთოდი – ანკეტირება.
დღეს საქართველოში ტურიზმი ითვლება ერთ-ერთ მნიშვნლეოვან ფაქტორად ეკონომიკური განვითარებისთვის, ვინაიდან საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ამ სფეროში და პრიორიტეტიც ენიჭება მის განვითარებას. გამომდინარე აქედან გადავწყვიტეთ, გაგვეგო საზოგადოების აზრი, რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში დასვენება მათთვის და რამდენად კმაყოფილები არიან მომსახურებით, ინფრასტრუქტურითა თუ ფასებით.
წინმმდებარე ანგარიში მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას დასვენებასა და ტურიზმის შესახებ საქართველოში, რამდენად ხელმისაწვდომია დასვენება, რამდენად მისაღებია ფასები და ა.შ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 100% დადის დასასვენებლად წელიწადში ერთხელ მაინც. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საზოგადოების ნებისმეიერი ფენისთვის დასვენება ასე თუ ისე ხელმისაწვდომია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოკითხულთა 29% საზღვარგარეთ ამჯიბინებს დასვენებას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოკითხულთა ნაწილს რაღაც მიზეზების გამო ურჩევნია საზღვარგარეთ დაისვნეოს.
გამოკითხულთა 40% დასვენებაში ხარჯავს 300-დან 600 ლარამდე, რაც მეტყველებს იმაზე რომ საქართველოს კურორტებზე დასვენება ასეთუისე ხელმისაწვდომია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ გამოკითხულთა 59% დასვენების პერიოდში ცხოვრობს სასტუმროში. მიუხედავად იმისა რომ დასვენება (სხვა ქვეყნებთან შედარებებით) იაფია, გამოკითხულთა 68% თვლის რომ დასვენება საქართველოში ძალიამ ძვირია.
გამოკითხვის ბოლოს ჩვენ ვთხოვეთ რესპონდენტებს დაესახელებინათ ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოში ტურიზმის განვითარებას. გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა:
- ინფრასტრუქტურა
- ფასები
- მომსახურების დაბალი ხარისხი
- დასუფთავება
- საცხოვრებელი პირობები
- გართობის საშუალებების სიმცირე (კლუბები, ბარები და ა.შ.)
- უცხო ენების არ ცოდნა
- მოუწესრიგებელი ტრანსპორტი
გამოკითხულთა 51- მა დააფიქსირა რომ ფლობს ინგლისურ ენას, 33% – რუსული, მხოლოდ გამოკითხულთა 1% არ ფლობს არც ერთ უცხო ენას. რაც შეეხება ბოლო კითხვას, უნდა ჩამოდიოდნენ თუ არა უცხოელი დამსვენებლები საქაღტველოში,გამოკითხულთა 99% ფიქრობს რომ უნდა ჩამოდიოდნენ.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა საზოგადოების დამოკიდებულება ტურიზმის განვითარების მიმართ და ასევე აღინიშნა რამდენიმე მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას საქართველოში. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი ტურისტურლი პოტენციალი და გამოკითხულთა 92%-იც ფიქრობს რომ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებას საქართველოში.
02.10.14