2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ტაკეჰიკო ნაკაოს ინდოეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრის დროს განიხილეს აზიის განვითარების ბანკთან არსებული წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარეობა და შესაძლო ახალი მიმართულებები.

სამინისტროს ინფორმაციით, ADB საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა. აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს ენერგოსექტორში, ინფრასტრუქტურაში, ასევე გზებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის კუთხით.

01.05.13

Please follow and like us: