პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი სტუდენტებისთვის მწერალ, ფილოსოფოს, ისტორიკოს, კულტუროლოგ ჯანრი კაშიას სახელობის კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობების შესახებ სტუდენტებთან ზურაბიშვილი, 2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსში, ნულოვან სართულზე, აუდიტორია – 07-ში ისაუბრებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, უნდა მოამზადონ ესეები, ჯანრი კაშიას 11 ტომეულიდან, რომელიმე ნაწარმოებზე. ესეების ჩაბარების ბოლო ვადაა 15 მარტი. კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება 8 მაისს გაიმართება. გამარჯვებული სტუდენტები, სამი მიმართულებით გამოვლინდებიან: 1. ლიტერატურა 2. პუბლიცისტიკა და ისტორია 3. კულტუროლოგია და ფილოსოფია თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს საპრიზო თანხას, 1000 დოლარს. 01.10.14