საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით , მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ვახტანგ ყიფშიძე დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ ყიფშიძემ 2008 წლის მარტის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა, რომლის მეშვეობითაც, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებებს. უწყების ინფორმაციით, მათი საერთო საბაზრო ღირებულება 2 494 660 ლარს შეადგენს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-იდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
02.10.14