თბილისში, პეკინზე და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა პარალიზებულია. ამის მიზეზი ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” ოფისთან მიმდინარე აქციაა. მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის უამრავი თანამშრომელია მობილიზებული. აქ იმართება “თავისუფალი თაობისა” და “თავისუფალი ზონის” უერთიერთსაწინააღმდეგო აქციები. “თავისუფალი თაობა” “თავისუფალი ზონის” წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებს, რომელიც ორი დღის წინ მოხდა. კონტრაქციას მართავს “თავისუფალი ზონაც”. 02.10.14