ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი, ანჟელიკა ანტანოსიანი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ანჟელიკა ანტანოსიანი სარგებლობდა თავის სამსახურებრივი მდგომარეობით და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სისტემატურად შემოჰქონდა დიდი ოდეობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სომხური წარმოების ალკოჰოლური სასმელები. იგი კანონის გვერდის ავლით, ახორციელებდა მის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც პატიმრობას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
03.10.14