კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის უფლება აღიდგინ, გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც კულტურის მინისტრის მოადგილემ, მარინე მიზანდარმა განმარტა, კულტურის სამინისტრომ ამით წართმეული უფლება დაიბრუნა.
“აღვიდგინეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის უფლება თბილისის ტერიტორიაზე. ეს საკითხი თავიდან აგვარიდებს გაუმართლებელი ნაგებობების მშენებლობას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამახინჯებას”, – აღნიშნა მარინა მიზანდარმა.
მინისტრის მოადგილემ მაგალითებად დაასახელა ციხისუბანი და კლდისუბანი, სადაც მისი შეფასებით აბსოლუტურად გაუმართლებელი მშენებლობები მიმდინარეობს.
რაც შეეხება რიყის ტერიტორიაზე მუსკომედიის თეატრის შენობის მშენებლობას მარინა მიზანდარის ინფორმაციით ამ საკითხზე ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
02.05.13