10721158_849501161747828_1599600453_nქართველი ექსპერტების აზრით, საქართველოში ბოლო რამდენიმე  წელია ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი  ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს, ერთის მხრივ, ფორმირდება ქართული კაპიტალიზმის მოდელი და მეორე მხრივ, ჩამოყალიბების პროცესშია ქართული ფინანსური ბაზარი.  საქართველოში განხორციელდა მრავალი პოზიტიური ცვლილება, რომელთა ერთობლიობამ ხელი შეუწყო ქართული საწარმო ღირებულების ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციას, ლიბერალიზაციას.  ფიქრობენ, რომ სწორედ ამ მიზეზების გამოა მსოფლიოს წამყვან კომპანიებში ქართული ბაზრის მიმართ ინტერესი გაზრდილი.

ერთ-ერთი ასეთი  კომპანიაა “Dupont”, რომლის სამეცნიერო მიღწევებით მიღებული პროდუქცია გამოიყენება თითქმის ყველა დარგში. „კორიანი“ ამ კომპანიის მიერ წარმოებული  პრემიუმ კლასის, თერმოფორმირებადი, ეკოლოგიურად სუფთა ინოვაციური ქვაა, რომელიც გამოიყენება  პრაქტიკული ინტერიერისა და ექსტერიერის შესაქმენლად.

ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ამ პროდუქციის ფალსიფიცირება ხდებოდა, თუმცა დღეს ნამდვილი კორიანის შეძენა  საქართველოშიც შესაძლებელია. ქართული კომპანია “NBT (ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯი)“ „კორიანის“ ერთადერთი  ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. რა  უპირატესობები აქვს სხვა კომპანიებთან  „კორიანს“, რამდენად ხელმისაწვდომია იგი ქართველი მომხარებლებისთვის და არის თუ არა აღნიშნული კომპანიისთვის კომფორტული ქართული ბაზარი –  ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ “NBT“-ის  დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ავთანდილ ჯანგავაძე ესაუბრა.

რას წარმოადგენს „კორიანი“, რით გამოირჩევა იგი სხვა კომპანიებისგან და რას სთავაზობს ის მომხარებელს?

„კორიანი“ (ხელოვნური ქვა) „Dupont“-ის მიერ 1967 წელს შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი  211 წლის ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1802 წელს დაარსდა. ეს არის ინოვატორი სამეცნიერო-კვლევითი კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 75000 თანამშრომელი ჰყავს. აქვს 135 ქარხანა და მძლავრად არის წარმოდგენილი მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის ბოლო 5 წელია (2010 წლის დასაწყისიდან)  უკვე საქართველოშიც .”Dupont”-ს აქვს უდიდესი კვლევითი ლაბორატორია, მისი მიზანია მსოფლიოში არსებული მრავალი პრობლემის დაძლევა, ისინი სხვადასხვა სეგმენტში მუშაობენ. მაგალითისთვის, მათი შექმნილია ასფალტი, ხელოვნური ბოჭკო, ჟანგბადის სასუნთქი ბალონი, ამპულა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საგანი. NASA უკვეთავს “Dupont“ ქარიშხლის საწინააღმდეგო სისტემასაც. სწორედ, ამ კომპანიამ შექმნა ხელოვნური ქვა – კორიანი, რომელიც 14 წლიანი ლაბორატიული და ქარხნული ტესტირების შემდეგ გამოვიდა მსოფლიო ბაზარზე. კორიანი არის “Dupont”-ის  ხელოვნური ქვის ბრენდის სახელწოდება, ეს არის ბრენდი და არა – მასალა. სრული სერიოზულობით ვამბობ იმასაც, რომ კორიანისგან იქმნება ნებისმიერი სახის ავეჯი, ნაკეთობა, რასაც ადამიანის გონება წარმოიდგენს. მას მას აქვს 130 ფერი, მათ შორის 14 გამჭირვალე. კორიანის ზედაპირის უპირატესობებად ითვლება მისი არაფოროვანობა და არაკაპილარულობა – გრანტის, მარმარილოსა და სხვა ბუნებრივი ქვებისგან განსხვავებით, მას აქვს უზადო და სასიამოვნო ზედაპირი, რომელიც არ იწოვს სითხეს და არ ტოვებს ლაქებს. არის ჰიგიენური, ესთეტიურიკორიანის თერმული დამუშავების ტექნოლოგია და უხილავად გადაბმის უნარი იძლევა თითქმის  შეუზღუდავი ფორმების მიღების შესაძლებლობებს, მათ შორის სამგანზომილებიანი ნაკეთობების შექმნას. მაღალ-ეკოლოგიური, წყალგამძლე და განახლებადი კორიანის მასალა მრავალჯერადი დარტყმების მიმართ გამძლეა,  ამავდროულად მას კვარცისგან, კომპაქტ ლამინატისა და სხვა კომპოზიტიური მასალებისგან განსხვავებით აქვს უნაკლოდ აღდგენის უნარი. მისი გამოყენება შესაძლებელია სამზარეულოში, აბაზანაში, ჯანდაცვის სფეროში, ოფისებსა და სასტუმროებში, ამზადებენ საგნებს,  სვეტებს, მისით იქმნება გარე ფასადები და კვების ობიექტები. მათ, ვისაც არ აქვს ინფორმაცია კორიანის შესახებ, დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ ესტუმრონ საიტისა და ფეისბუქ  გვერდს „კორიანი და დიზაინი“, რომელზეც არის განთავსებული სხვადასხვა ფოტოები. მოკლედ, რომ ვთქვათ კორიანი  არის, ბრენდი რომელიც გაძლევს საშუალებას იფიქრო შენი წარმოდგენების საზღვრებს მიღმა.

10706315_849504471747497_1547856413_n რა წილი უკავია მას ქართულ ბაზარზე და რატომ დაინტერესდა ამერიკული კომპანია საქართველოთი?

 „კორიანს“ საკმაოდ სოლიდური წილი უჭირავს ქართულ ბაზარზე, თუმცა პრობლემა ის არის, რომ დღეს საქართველოში კორიანის სახელით იყიდება უხარისხო პროდუქცია, რომელსაც არაპროფესიონალის თვალი ნამდვილი კორიანისგან ვერ არჩევს. არასწორ გადაწყვეტილებას კი დროის გასვლის შემდეგ, როგორც წესი მოჰყვება პრობლემები ( სკდომა, ფერის შეცვლა, სუნი, ნაწიბურების დატყობა და ასე შემდეგ). ამ პრობლემას დიდი ხანია ვებრძვით, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა კვლავ არაფერი იცის. კომპანიასთან მოლაპარაკებები 2009 წელს დაიწყო და 2010 წელს შედგა უკვე ექსკლუზიური პარტნიორობა. კომპანია დაინტერესდა იმით, რომ ჩამოეტანათ საქართველოში ნამდვილი კორიანი. 1998 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვსწავლობდი პირველად მაშინ დავინტერესდი ამ პროდუქციით, სწორედ ჩემი და ჩემ მიერ  შექმნილი , “NBT ( ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯი)“ ჯგუფის ინტერესი იყო ნამდვილი კორიანის საქართველოში ჩამოტანა. შესაბამისად,“Dupont“-მაც ითანამშრომლა ჩვენთან, რადგან ქვეყანა და ქართული ბაზარი ნელ-ნელა ვითარდება, თუმცა Dupont“-ი NBT-ის სახით მხოლოდ კორიანით არ არის წარმოდგენილი. ჩვენ ასევე ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ Dupont“-ის ინოვაციური გეოტესტილისა თუ საიზოლაციო მასალების სფეროშიც და ამ მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტებს ვნერგავთ მას საქართველოში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და კონფორტულია დღესდღეობით ქართული ბაზარი, თუ შეგიძლიათ თქვენთვის პირველი კონკურეტი კომპანიის დასახელება?

ბაზარი ნამდვილად თავისუფალი და კომფორტულია. ამ სეგმენტზე ბაზრის თავისუფლების პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. რაც შეეხება კონკურენციას ვფიქრობ, რომ კორიანს თავისი შემადგენლობით, სტრუქტურით და იმ უპირატესობებით, რაც ვახსენეთ კონკურენტი არ ჰყავს. ის გაცილებით მაღლა დგას ვიდრე სხვა დანარჩენი, თუმცა სამწუხაროა, რომ პროდუქციის ფალსიფიცირებით დღეს საქართველოში ნამდვილ კორიანს ცოტა იცნობს და შესაბამისად  მცდარი პროდუქტის რეალიზაცია ხდება.

10719367_849504481747496_1145387827_n„კორიანის“ ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას, განგვიმარტეთ რას გულისხმობთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაში და არა სუფთა პროდუქციას რა ზიანის მiყენება შეუძლია მომხარებლებისათვის?

ისეთ პროდუქციას, როგორიცაა თეფშები, სხვადასხვა ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები ნამდვილად სჭირდება ეკოლოგიური სისუფთავე. როგორც წესი, კორიანისგან განსხვავებით სხვა ხელოვნური მასალები იქმნება ქიმიური და ხელოვნური შენაერთებისგან, ისინი რადიაციულია, მზის დასხივების შედეგად უშვებს სუნს, დროთა განმავლობაში მავნე ხდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.  კორიანი კი არის უსუნო და სუფთა, მაღალხარისხიანი ნედლეულით შექმნილი, სწორედ ამის გამო  იგი ბევრი ბუნებრივი და კომპოზიტური მასალისგან განსხვავებით  “GREEN GUARD”-ის მიერ არის სერთიფიცირებული (თითქმის ერთადერთი ხელოვნური პოლიმერული ქვაა მსოფლიოში, რომელსაც “Greed Guard”-ის ეკოლუგიური სისუფთავის ტესტირების სერთიფიკატი აქვს მინიჭებული). “Dupont” მთელს მსოფლიოში ყიდის კორიანს და უზარმაზარი რაოდენობის შესყიდვებს აკეთებს, სწორედ ამ დიდი მასშტაბის ეკონომიკის გამო ხარისხზე კომპომისი არ ხდება, რაც პროდუქციის ერთ-ერთი  მთავარი უპირატესობაა.

10581564_849504465080831_2092434938_nროგორია თქვენი პროდუქციის ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია ის ქართველი მომხარებლისთვის?

როდესაც საქმე ფასებს ეხება აქ, სამწუხაროდ თავს იჩენს  არაჯანსაღი კონკურენცია. იმ ლოგიკით, რომ მაღალი ფასი განსაზღვრავს მაღალ ხარისხს, კონკურენტი კომპანიების ფასები კორიანთან შედარებით შეიძლება ორჯერ მაღალიც იყოს, თუმცა ნამდვილი კორიანი წამყვანი ლაბორატორიების ტესტირებებით მიღებული პარამეტრებით და თავისი სტრუქტურული შემადგენლობით ბევრად მაღლა დგას ამ კომპანიების პროდუქციაზე. ისინი ნამდვილი კორიანის პარამეტრების 40%-საც ვერ აკმაყოფილებენ. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებული  ფასები შეთანხმებულია „Dupont”-ის სათაო ოფისთან.  აქედან გამომდინარე ფასი მისი ხარისხთან ნამდვილად შესაბამისობაშია. თუმცა, მისი ძირითადი ფასწარმოქმნა ხდება ეკონომიკური საფუძვლებიდან გამომდინარეც.

10720981_849504438414167_2069421112_nძირითადად რა პროდუქციით ინტერესდება მყიდველი, რა ფერებს არჩევს და რა არის წელს ყველაზე აქტუალური?

საქართველოში ძირითადად  კორიანი გამოიყენება სამზარეულო და აბაზანის ზედაპირებზე, სამზარეულოსა და აბაზანის ნიჟარებზე, ძირითადად დიასახლისები იძენენ ჩვენ პროდუქციას იმავე მიზეზის გამო, რაც უკვე ვთქვით, კორიანი ეკოლოგიურად სუფთაა და თითქმის  არ ჭუჭყუიანდება (დაჭუჭყიანების შემთხვევაში კი მისი განახლება /გაწმენდა ძალიან სწრაფად ხდება და იძენს პირვანდელ იერს), ბაქტერიის ადგილი არ რჩება. ქართველ მომხმარებელს აინტერესებს განათებული ზედაპირებიც. აქცენტი კეთდება ავეჯზე, საოფისე თუ საოჯახო მაგიდებზე. მას შემდეგ,რაც მომხმარებლები მიხვდნენ,რომ კორიანს მართლაც ყველაფერი შეუძლია –  თერმოფორმირებულ პროდუქციაზე შეინიშნება მოთხოვნის ზრდა. რაც შეეხება, ფერებს ძირითადად ღია ფერებით ინტერესდება ქართველი მომხარებელი

10723150_849504445080833_992965791_nროგორია თქვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, რამდენად აქტიურია ამ კუთხით „კორიანი“ ?

კორიანი მზარდია და ბაზარზე უკვე მეხუთე წელია ქმნის სამუშაო ადგილებს და არა მარტო ეს. კომპანია მწარმოებლებსა და დაინტერესებულ საწარმოებს უტარებს ტრენინგებს, უქმნის მათ დამატებით შემოსავალს. ბევრი გეგმა გვაქვს და მათ აუცილებლად განვახორციელებთ, შესაბამისად დროთაგანამვლობაში  გაიზრდება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაც.

10715667_849504515080826_346577338_nროგორია თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა რეგიონებში მაღაზიების გახსნას?

10723386_849504491747495_1585499851_nმწარმოებლები რეგიონებშიც გვყავს, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებს შეუძლია ისარგებლობს კორიანის პროდუქციით. ჩვენ, “NBT” ჯგუფი  2015 წლისთვის ვგეგმავთ ახალი ოფისის აშენებას, სადაც საკმაოდ მძლავრი და თანამედროვე შოურუმით იქნება კორიანი წარმოდგენილი. ყველა ნაკეთობა გაიყიდება ქართული ბაზრის შესაბამის ფასად და რაც მთავარია ისინი წარმოებული იქნება საქართველოში.  შოურუმზე კი მომხმარებელი  ნათლად დაინახავს კორიანის ბრწყინვალებას, –  ის არის ნამდვილი ბრენდი და არა მასალა, არ აქვს მითიური ფასი და ხელმისაწდომია ყველასთვის,  მათ კი ვისაც სურს, –  ნამდვილი  კორიანის შეძენა უნდა დაგვიკავშირდნენ ოფისში. ჩვენი მთავარი გზავნილი ქართველი მომხარებლებისთვის სწორედ ესაა, მათთვის კორიანი უნდა ასოცირდებოდეს ხარისხიან და პრესტიჟულ პროდუქციასთან, რომლსაც შეუძლიათ ენდონ და წარმოიდგინონ, რადგან კორიანი ფანტაზიის საზღვრებს სცდება. ფალსიფიცირებისგან  უაზროდ გაზრდილი საწარმო ფასისგან დაცვის მიზნით, მყიდველი აუცილებლად 10719502_849504505080827_1082718288_nუნდა დაგვიკავშრდეს   ჩვენს ოფისში, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ნამდვილი კორიანის შეძენა. სურვილის შემთხვევაში შეუძლია მოვიდეს. ჩვენ დავაზუსტებთ ნაკეთობის ფერს, ზომას და საჭირო პროდუქციის რაოდენობას, ამის შემდეგ  მოხდება გადამისამართება  მაღვალკვალიფიციურ მწარმოებელთან. კორიანი ხომ ნახევარფაბრიკატია და პროდუქტს კი მწარმოებლები ამზადებენ, მყიდველს  წინასწარვე შევატყობინებთ გონივრულ საწარმოო ფასების დიაპაზონს და ზუსტ ვადას. შემდგომ, ვუკავშირდებით კვლავ მყიდველს, ვარკვევთ რა დროში გადაეცათ ნაკეთობა, მოსწონთ თუ არა ხარისხი და არიან თუ არა კმაყოფილები. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ჩვენივე პასუხისმგებლობით ვუცვლით ან მწარმოებელს ვასწორებინებთ ნაკეთობის  ხარვეზს (თუმცა ჩვენს მიერ ტრენირებულ მწარმოებლებთან ასეთი შემთხვევები თითქმის არ ხდება). ჩვენი კომპანიის „NBT“-ის პირდაპირი ვადლებულებაა, მყიდველმა ნამდვილი კორიანი და უმაღლესი ხარისხით შესრულებული ნაკეთობა სწორ ფასად მიიღოს და ძალიან დიდი ხნის მანძილზე დატკბეს კორიანისგან მიღებული სასიამოვნო ეფექტით. ასე, რომ მთავარია მყიდველი დაგვიკავშირდეს ოფისში და მხოლოდ ასეთი გზით შეიძენს იგი ნამდვილ კორიანს, მიიღებს სწორ საწარმოო ფასს და დაზღვეული იქნება ყოველგვარი გაუებრობებისგან და უსიამოვნებისგან.

 06.10.14

ნათია კეკენაძე

(Visited 924 times, 1 visits today)

კომენტარები