სახალხო დამცველის აპარატი სექტემბრიდან სოლიდარობის ფონდის დონაციაში ჩაერთო. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მიესალმებიან ამ საჭირო და მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც ძირითადად მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას უზრუნველყოფს და იმედოვნებენ, რომ ფონდის დახმარებით გარკვეულ წვლილს შეიტანენ დაფინანსების მიღმა დარჩენილი სოციალური პრობლემების გადაჭრის საქმეში.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდი“ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ფინანსური რესურსების მობილიზებასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას ისახავს მიზნად.
07.10.14