11 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

unnamedსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რაპილ ჟოშიბაევი მიიღო.

როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, რაპილ ჟოშიბაევი საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენის “ექსპო-2017” კომისარია.

შეხვედრაზე ძირითადად 2014 წლის ივნის-სექტემბერში, ქ. ასტანაში დაგეგმილი საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენა “ექსპო 2017” საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.

ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მათი შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

07.10.14

Please follow and like us: