მილიარდ ადამიანს შორის ძალიან ძნელია გამორჩეული იყო, გამორჩეული იყო არა გარეგნულად არამედ გამოირჩეოდე სხვებისგან შენი სამყაროთი, რომელსაც თავად ქმნი. ჩემი აზრით, ეს ყველაზე კარგად ხელოვან ადამიანებს გამოსდით და კიდევ უფრო კარგად ეს მუსიკაში გამოიხატება. მუსიკაში ადამიანის ფიქრები, განცდები ემოციები ნოტებად ჟღერს, შემოქმედი თავად არის საკუთარი თავის მბძანებელი. ის აკონტოლებს ირგვლივ გაჟღერებულ მელოდიას. ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ასეთი ნიჭი გააჩნია და ვისაც შეუძლია ამ საოცრებას კიდევ ბევრი ადამიანი აზიაროს, თითოეული ადამიანი ამოგზაუროს საკუთარი განცდებისა და ემოციების გარშემო. ერთ -ერთი ასეთი გამორჩეული ადამიანი გახლავთ – ზაზა მარჯანიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე წელია რაც სამშობლოში დაბრუნდა. მან, საკუთარი კვალი უკვე დატოვა ამერიკაში და დაუბრუნდა საქართველოს, რადგან რაიმეს შეცვლა შეძლოს. „თბილისი თაიმსი“ ზაზა მარჯანიშვილს საკუთარ კაფე -რესტორან „ზაზანოვაში“ ესტუმრა და მას მის ცხოვრებაზე, მუსიკაზე, შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. როდესაც ბატონ ზაზას მივუახლოვდი მეც მის შექმნილ სამყაროში მოვხვდი, მისგან იმდენად დედაბითი აურა წამოვიდა, რომ უსიტყვოდ და უნოტოდ ვიგრძენი თუ რა ძალა აქვს მის მუსიკას. ვიგრძენი, რომ მისი მუსიკა სიყვარულის მუსიკაა, ეს ყველაფერი მე მის პიროვნებაში ამოვიკითხე. შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა ეს როგორ მოვახრხე? ამისათვის კი საკმარისია მხოლოდ ერთხელ შეხვდეთ ზაზა მარჯანიშვილი.
ბატონო ზაზა შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან?
ჩემს პირველ შეხებას მუსიკასთან ვერასოდეს გავიხსენებ, იმიტომ რომ ისეთ ოჯახში დავიბადე სადაც მუსიკა სულ იყო. მე, ვერ ვიტყვი რა ასაკში დავინტერესდი მუსიკით, რადგან ორგანულად სულ თან მსდევდა მელოდია, მუსიკა, კომპოზიციები, ჩანაწერები… იმ დროისათვის ლეგალური თუ არალეგალური, თუმცა ყოველთვის ხარისხიანი. მუსიკა აბსტრაქტული მეცნიერებაა, ამიტომ როდესაც საქმე მუსიკას ეხება ძალიან ძნელია ერთ დღეს გაიღვიძო და თქვა, რომ მე გავხდები მუსიკოსი, რადგან მუსიკოსი არ ხდები, მუსიკოსად იბადები და ალბთ სიკვდილის დროს ირკვევა დაბადებული იყავი თუ არა ნამდვილ მუსიკოსად.
როგორ იყო ცხოვრება ამერიკაში? როდის გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე მაშინ, როდესაც პირველად ჩამირტყეს ვიზა ჯერ კიდევ თბილისში, სანამ წავიდოდი ამერიკაში. არასოდეს მიფიქრია, რომ მე იქ დავრჩებოდი. იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენხანს მომიწევდა ქვეყნის გარეთ ყოფნა და ფაქტიურად ქრონიკულად დაავადებული ვიყავი ნოსტალგიით. რაც შეეხება ამერიკაში ცხოვრებას მუსიკალურადაც, ადამიანურდაც და საერთოდ ყველანაერად გავიზარდე. ძალიან ბევრ, მძიმე თუ კარგ სიტუაციაში მოვხვდი და ეს აისახა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში.
ამერიკაში თქვენ მუშაობდით ჰოლივუდში და ქმნიდით მუსიკას ფილმებისათვი, პირველად რა შეგრძნება დაგეუფლათ როდესაც თქვენი მუსიკა ფილმიდან გაიგონეთ?
პირველად, როდესაც ჩემი მუსიკა გავიგე ფილმიდან გული დამწყდა, რომ ჩემი მშობლები არ იყვნენ ჩემთან.
ლუი ამსტრონგი ამბობდა „თუ თქვენ ამ მუსიკას მოუსმენთ და ფეხს არ დააბაკუნებთ, მაშინ ვერასოდეს გაიგებთ რა არის ჯაზი“…. რა არის ჯაზი თქვენთვის, თქვენ როგორ გესმით ის?
ყოველ 10 წელიწადში ჯაზი იცვლის საკუთარ მნიშვნელობას. ადრე ჯაზად ითვლებოდა რეგთაიმის პერიოდი, ამის შემდეგ ჯაზმა კიდევ სხვადახვა მიმართულებები შეიერთა. მე მაგალითად, თავს არ ვთვლი ჯაზმენად, მე მუსიკოსი ვარ. შეიძლება ზაჯის ელემენტები იყოს ჩემს მუსიკაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვარ ჯაზმენი. ჯაზი მაინც ჩემთვის ვიწრო სპეციალობასთან ასოცირდება, მიუხედავად თავისი განვითარებისა. ჰოლივუდის პერიოდში მივხვდი, რომ როდესაც კინო მუსიკას აკეთებ ყველანერი სტილი უნდა გაითვალისწინო, იქ გინდა არ გინდა ყველანაირ მუსიკას ვეცნობოდი და ყველა მათგანი შემიყვარდა. ამერიკაში გავიგე რა არის ნამდვილი ბოსანოვა, ეს საერთოდ სხვა მეცნიერებაა – შესრულებული სხვადასხვა სტილის მუსიკა იმ ადამიანების მიერ, ვისი ფესვებიდანაც მოდის, სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება. ასეთ რაღაცებზე, რომ ვფიქრობ მერე ჯაზზე ვაღარ ვსაუბრობ.
როგორ ფიქრობთ რა შეუძლია მუსიკას?
მე ვიცი რა შეუძლია მედი საშუალებებს, მას შეუძლია მოსპოს მუსიკალირი სული იმ მდარე ხარისხის პროდუქციით რასაც „რეიტინგების“ გამო კადრულობენ თავიანთ ეთერებში. აი ამ ყველაფრის, ამის საწინააღმდეგო მხარეს თუ წარმოვიდგენთ ეს შეუძლია მუსიკას.
რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?
შემოქმედების პროცესში სულ სიგარენტი მინდება და სულ მშია, ძალიან ბევრი ენრგია მეეხარჯება და როდესაც ვწერ ამით ვინაზღაურებ.
დღეს ჩვენს ქვეყენაში, როგორ არის მუსიკალური ინდუსტრია განვითარებული?
ფულის მოყვრული რამდენიმე ადამიანი მიხვდა, რომ საქართველოში და საერთოდ ყველგან შოუბიზნესი, რომ განვითარდეს ამას ჭირდება ცოდნა. მათ აირჩიეს უფრო მარტივი გზა და დაიწყო უმრავლესობაზე მუშაობა, უმრავლესობა კი სამწუხაროდ ყველა ქვეყააში არის გაუნათლებელი და ამიტომ ზოგიერთები კომპრომისზე წავიდნენ იმისათვის, რომ ახალი მანქანა იყოდონ. აქედან გამოდინარე ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ შოუბიზნესი არ არსებობს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან არ არსებობს განთლება. მე, არაფერს არ ველოდებოდი გარდა იმ გამონათებებისა როგორებიც არიან: ბექა გოჩიაშვილი, გიორგი მიქაძე, გიორგი კაპანაძე… ზემოთხსენებული მედია საშუალებების გამო რამდენი მუსიკოსი გაფუჭდა, რამდენმა მუსიკოსმა საერთოდ თავი დაანება მუსიკას, რამდენი დეპრესაში ჩავარდა. მუსიკა ქრონიკული დაავადებასავით არის, თუ ერთხელ დაგემართა, ვერასოდეს ვერ მოიშორებ. ასეთ მძიმე ჯვარს ათრევენ კლუბიდან კლუბში, იმ სფეროში სადაც არანაირი კაონი არ არსებობს მუსიკოსთა დაცვის, სადაც არ არსებობს მინიმალური ხელფასის კანონი მუსიკოსებისათვის და სადაც მუსიკოსები დღეს კარტოფილის ფასად მუშაობენ საათობით.
თქვენ გაქვთ კაფე-რესტორანი „ზაზანოვა“ როდის გაგიჩნდათ მისი შექმნი იდეა და რას ემსხურება ის?
ჯერ კიდე ამერიკაში ვიყავი, როდესაც ასეთი ადგილის შექმნის იდეა გამიჩნდა. ამერიკიდან მე ვადევნებდი თვალყურს რა ხდებოდა ყოველდღიურად საქათველოში და სამწუხაროდ ვგრძნობდი რამდენად პოლიტიზირებული არის ცხოვრება, აქ ადამიანები პოლიტიკით იძინებენ და იღვიძებენ. თვითშემოქმედი პოლიტიკოსების გამო ამ ყველაფრის პარარელურად ხდება კომფლიქტები, ტელეეკრანებიდან გამუდმებით ვისმენთ კამათს, ერთმანეთის ლანძღვასა და გინებას. აქედან გამომდინარე მე ვერაფერი მოვიფიქრე იმაზე უკეთესი, რომ თავად ვყოფილიყავი საკუთარი თავის უფროსი და არა ვინმე სხვა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დაავადებული იქნებოდა პოლიტიკით. ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ რაც შეიძლება მეტ მუსიკოსს ვასაქმებ და ჩვენ ყოველდღე ვუკრავთ ცოცხალ მუსიკას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მუსიკოსები დაკავდნენ და ყოველთვის ვეუბნები, რომ დაუკრან საკუთარი, ორიგინალური კომპოზიციები ვიდრე სხვიდსი „ქავერები“ ეს ყველაფერი თავად მუსიკოსებისთვისაც კარგია, ამ პატარა კლუბში თუ გარისკავენ და საკუთარ კომპოზციას შეასრულებენ ბევრად უფრო გაუმარტივდებათ შემდეგ დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.
დადიან თუ არა თქვენთან უცხოელები, ქართველების ძირითადად რომელი თაობა ინტერესდება და რამდენად ხელმისაწვდომია „ზაზანოვა“ ყველა მსურველისთვის?
რა თქმა უნდა უცხოელები დადიან, იმიტომ, რომ ეს ოფიციალურად არის რეგისტრირებული, როგორც ამერიკული რესტორანი. მე თავადაც ამერიკის მოქალაქე ვარ, წლების განმავლობაში ნიუ ორლეანში ვცხოვრობდი და იქაური სამზარეულოა აქ წარმოდგენილი. ძირითადად 27-30 წელზე მაღალი ასაკის ადამიანები დადიან, მაგრამ ბევრი მინახავს ისეთიც, რომელსაც შემოუხედავს ინტერიერი დაუთვალიერებია არ მოწონებია სიყუაცია და გასულა. რა შეეხება ფასებს, ძალიან ცუდი ხმები დაირხა, რომ ეს არის ძალიან ძვირიანი რესტორანი, მაგრამ მე რომელ ქართულ რესტორანში, ბარში და ა. შ. არ ვყოფილვარ, ბევრად უფრო მეტი დამიხარჯავს ვიდრე აქ.
საქართველო და ამერიკა ეს ორი სრულიად სხვადასხვაგვარი ქვეყნებია გაგიჭირდათ საქართველოდან წასულს ამერიკასთან შეგუება და იქიდან ჩამოსულ საქართველოში კვლავ ცხოვრების გაგრძელება?
ბევრ რაღაცას ვერ შევეგუე და ბერვი რაღაც მომეწონა. მე ერთ რამეს მივხდი, რომ სწორად ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე არასწორად. მე მახსოვს, როდესაც აქედან წავედი გამრჯობის მაგივრად ერთმანეთს ტყვიებს ესროდნენ. მე მივხვდი, რომ ტყვიაზე კარგი გამარჯობაა. რა თქმა უნდა, რაღაცები არ მომეწონა ამერიკაში, მაინც აქაური ვარ და ამიტომაც დავბრუნდი. აქ, რომ ჩამოვედი ბევრად უფრო გამიჭირდა აქაურობასთნ შეგუება, საქართველოში ცხოვრების გაგრძელება. აქ ჯერ კიდევ ისეთი პერიოდია, რომ ვერ იცხოვრებ უნდა იბრძოლო, როდესაც მეკითხებიან როგორ შეეგუე აქაურობასო ? მე ვპასუხობ, რომ არ შევგუებულვარ და არც შევეგუები არასოდეს, ვერ შევეგუე კი არა არ შევეგუე. არ შევეგუები იმ უმსგავსობას, იმ ფლიდურ ღიმილს, ხალხის მასიურ დაშინებას მედიის საშუალებით, იმ ფსევდო მეგობრობას და ფსევდო სიყვარულს, რომელსაც ყოველდღე ვხვდები. მე ვერ შევეგუები ტყუილის ბატონობას ჩემს ქვეყანაში.
თქვენ ცოცხლობთ მუსიკით თუ მუსიკა ცოცხლობს თქვენით?
ამაზე არ მიფიქრია იცით. საერთოდ მე უფრო მომწონს მუსიკოსები, რომლებიც ნაკლებად ლაპარაკობენ და უფრო მეტს მუშაობენ. მე მუსიკით ვცოცხლობ ეგ არის ჩემი საქმე, მთელ ენერგიას მუსიკაში ვდებ.
რა სამომავლო გეგმები გაქვთ? როგორ აპირებთ თქვენი კარიერის გაგრძელებას?
კარიერისა რა მოგახსენოთ, შემოქმედების განვითარება კი არის ის, რომ ბევრი იმუშავო და ბევრი დაწერო, აი სწორედ ამას ვაპირებ.
13.10.
ანო მუქათარიძე