გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, უკრაინაში არსებული ვითარების გამო, ოქტომბრის ბოლოს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პიტინთან შეხვედრაზე უარი თქვა-აღნიშნულის შესახებ გერმანული გამოცემა ”შპიგელი” იუწყება.
როგორც „შპიგელი” წერს, ამ ეტაპზე, ბერლინში მთავრობათაშორისი კონსულტაციები „უადგილოდ” მიიჩნიეს. რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის მოლაპარაკებები, როგორც წესი, ”პეტერბურგის დიალოგის” პარალელურად იმართება ხოლმე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის კრიზისის გამო, ბერლინი რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე ამბობს უარს. მაგალითად, მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, აპრილში პუტინის და მერკელის შეხვედრა გაუქმდა.
13.10.14