საინფორმაციო სააგენტო ,,თბილისი თაიმსი“ მკითხველს ინტენსიურად სთავაზობს გამოკითხვებს სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობას ქვეყანაში არსებული თემების განხილვაში და სხვადასხვა საკითხზე საერთო აზრს აცნობს საზოგადოებას.
ჩვენს ქვეყანაში დღეს საკმაოდ დიდი კონკურენცია ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, ბაზარზე არაერთი ქართული კომპანია არსებობს, რომელიც მყიდველს მედიკამეტებით ამარაგებს. საინტერესოა თუ როგორ ემსახურება აფთიაქში შესულ მყიდველს მომსახურე პერსონალი, რამდენად ითვალისწინენ მათ მოთხოვნებს. საინფორმაციო სააგენტო „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ რომელი ფარმაცევტული კომპანიის მომსახურებით არიან კმაყოფილნი მომხმარებლები. გამოკითხვიაში სულ 310-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, შედეგები კი საინტერესოდ გადანაწილდა.
პირველ პოზიციას იკავებს ფარმაცევტული კოპმპნია ჯი-პი-სი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა 37%(115 ხმა) მიიღო. ჯი-პი-სი მრავალი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და დაარსების დღიდან გამოირჩევა, როგორც ინოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი კომპანია.
მეორე მეორე პოზიციაზე 24%(73 ხმა) აღმოჩნდა ფარმადეპო. ფარმადეპო ჯი-პი-სი-სთან შედარებით, უფრო ნაკლები ხანია რაც ქართულ ბაზარზეა. სააფთიაქო ქსელის მთავარი მიზანია მომხმარებლის სარეცეპტო მედიკამენტებით უზრუნველყოფა ეროვნულ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით. ალბათ ამიტომაც შეძლო მან წამყვანი პოზიციების დაკავება.
ფარმადეპოს სულ რაღაც ორი ხმით ჩამორჩება – პე-ეს-პე, რომელმაც გამოკითხულთა 23% (71) ხმა მიიღო. პე-ეს-პე უკვე 20 წელია ფუნქციონირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, როგორც პე-ეს-პე-ში აცხადებენ მათი მთავარი საზრუნავი ჯანმრთელი საზოგადოებაა, რომლისთვისაც ცდილობენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადონჯანმრთელობაზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებები.
მეოთხე პოზიციას ფარმაცევტული კომპანია ავერსი იკავებს. რომელმაც 9% (28 ხმა) მიიღო. დღეს “ავერსი” არა მარტო საქართველოში და ამიერკავკასიაში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა.კომპანიამ მომხმარებლის ნდობა წლების განმავლობაში მომსახურების მაღა ლი დონით, დაბალანსებული ფასებითა და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტების წყალობით მოიპოვა.
დანარჩენ პოზიციებზე გადაინაწილდნენ- სითი ფარმა – 3%( 10 ხმა,) ემ ფარმა – 2% (5 ხმა), 36.6 -1%, (4 ხმა) ნეოფარმი 1%, ( 4 ხმა).
„თბილისი თაიმსის“ გამოკითხვის შედეგად მიღებულმა მონაცემებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფარმაცევტულ კოპმანიებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენცია არსებობს. იმედს გამოვთქვამ, რომ სამომავლოდ ფარმაცევტული კომპანიები კიდევ უფრო მეტად იზრუნებენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, იქნება უფრო ხელმისაწვდომი ფასები და კიდევ უფრო განვითარებული და კომფორტული მათი მომსახურეობა.
ასეთი გახლდათ „თბილისი თაიმსის“ გამოკითხვის შედეგები, ჯანმრთელობას გისურვებთ.
15.10.14
ანო მუქათარიძე