უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ურჩევს, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ნაცვლად, მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე იფიქროს. ასე გამოეხმაურა კუბლაშვილი წულუკიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის მოუთმენლად ელის მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვას.
„მთავრობაშია ცვილებები ხომ, შემოდგომაზე? ხომ არ ჯობია, ჯერ ამაზე იფიქროს. კომპეტენტურობას რაც შეეხება, ძალიან ხშირად გამოჩნდა ეს იმ საქმეებში, რომლებიც განიხილეს ჩვენმა მოსამართლეებმა და არამგონია, რომ არაიურისტმა ადამიანმა შეძლოს მოსამართლის კომპეტენციის შეფასება“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, წულუკიანის მთავარი პრეტენზია მოსამართლეების მიმართ არის ის, რომ ისინი ზედმეტად დამოუკდებლები არიან.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მან არაერთხელ მოუწოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვებისაკენ. წულუკიანმა ისიც აღნიშნა, რომ ის ელოდება 15 მარტს, როდესაც კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.
15.10.14