დღეს კონსვერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიხსნება.
VIII საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე” ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის თავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II დაბადებიდან 80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლის იუბილეს.
წელს ფესტივალი უკვე მერვედ იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.
თბილისის შემდეგ, საფესტივალო საღამოები გაგრძელდება ნიქოზში (14 მაისი), ახმეტაში (31 მაისი), ოზურგეთში (11 ივნისი), ხოლო დასკვნითი საღამო ტრადიციულად გაიმართება ბათუმში (13 ივნისი), აცხადებენ საპატრიარქოში.
ფესტივალის თბილისის ნაწილის დასკვნით საღამოზე, 12 მაისს, შედგება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოების “Te Deum“-ის II ნაწილის პრემიერა.
07.05.13