3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
5 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
5 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

unnamedსაგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან კალე პალინგთან და ამავე კომიტეტის წევრებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს, წარმატებულ პარლამენტთაშორის ურთიერთობებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული რატიფიკაციის მნიშვნელობას. ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ესტონეთის პარლამენტი უახლოეს მომავალში, კერძოდ ნოემბრის თვეში, დაასრულებს შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის შეთავაზებულ შეთანხმებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ და ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. ესტონეთის დელეგაციამ დაგმო აღნიშნული ქმედება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ესტონეთის პარლამენტის წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და შემდგომი დახმარება აღუთქვეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

27.10.14

Please follow and like us: