რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.
სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის “ლევადა-ცენტრის” ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის საარჩევნო რეიტინგი 2014 წლის შემდეგ პირველად მკვეთრად – 8 პუნქტით დაეცა.
ტელეკომპანია “დოჟდის” ცნობით, 2014 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგმა 57% შეადგინა, თუმცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 49%-მდე შემცირდა.
28.10.14