საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურ მდივანს ბერნადეტ სეგოლს შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ისაუბრეს
საქართველოში შრომისა და დასაქმების სფეროში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე დადაგეგმილ რეფორმებზე. საუბარი შეეხო შრომითი ბაზრის დახვეწის პერსპექტივებს.
ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივნის მხრიდან გამოითქვა უანგარო დახმარების სურვილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებაში.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციასსაქართველოში შრომითი უფლებების დაცვისა და ამ მიმართულებით განხორციელებული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის. მისი განცხადებით, ETUC-ი ყოველთვის უჭერდა მხარსსაქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს პროფკავშირებს,განსაკუთრებით წინა წლებში. ბერნადეტ სეგოლის უშუალო ორგანიზებით, 2009-2012 წლებშისაქართველოს პროფკავშირების რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ევროპარლამენტისწევრებთან საქართველოში იმ დროს არსებული შემაშფოთებელი სიტუაციის თაობაზე.
ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმსხვილესპროფკავშირებს აერთიანებს და შესაბამისად, ევროკავშირში დასაქმებული 60 მლნ ადამიანისინტერესებს წარმოადგენს.
29.10.14