unnamed (5)დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით კიევში) ნატაშა პრაჰს შეხვდა.

ალექსი პეტრიაშვილმა სლოვენიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების  მხარდაჭერისათვის. სლოვენიის ელჩმა  განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებაში და  განაცხადა, რომ სლოვენიის პარლამენტი უახლოეს პერიოდში მოახდენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას.

შეხვედრაზე სლოვენიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის  მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკისადმი საქართველოსთან მიმართებაში და 2015 წელს დაგეგმილ რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. როგორც ნატაშა პრაჰმა აღნიშნა,  სლოვენიის გამოცდილებიდან გამოდინარე კარგად ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  ევროინტეგრაციის პროცესში აღნიშნული გადაწყვეტილებების დროულად მიღება.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონში   უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების განხილვას. ალექსი პეტრიაშვილმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზე ისაუბრა. ყურადღება  გაამახვილა რუსეთის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებულ, დროულ და გადამწყვეტი ქმედებების მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ სლოვენიის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროპა ჯერ კიდევ არ არის მთლიანი და თავისუფალი და საქართველო აუცილებლად უნდა იყოს მისი ნაწილი.

საუბარი შეეხო საქართველო-სლოვენიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრავების პერსპექტივებს, კერძოდ, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობისა და საქართველოში სლოვენიური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

30.10.14

Please follow and like us: