საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს დეპუტატების 76 ხმა სჭირდება.
როგორც კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტს შეუძლია ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტზე ქვეყნის პირველი პირის შენიშვნები გაითვალისწინოს, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ დეპუტატებს ვეტოს დაძლევა მოუწევთ.
კახიანის განმარტებთ, თუკი პრეზიდენტი კანონპროექტს თავისი შენიშვნებით პარლამენტს დღესვე დაუბრუნებს, შესაძლებელია საკანონმდებლო ორგანომ მასზე მუშაობა დღესვე დაიწყოს.
“თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, მაშინ კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. ხოლო თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, მაშინ კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით ამოქმედდება. თუმცა ამ პროცედურების გავლა პირველ ნოემბრამდე ვერ მოხერხდება”, – განმარტა გიორგი კახიანმა.
31.10.14