unnamedსპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი გზავნილებია: „არა – ოჯახურ ძალადობას” და „არა – ქალზე ძალადობას”. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„ბოლო პერიოდში, საქართველოში, სამწუხაროდ, განსაკუთრებით აქტუალური და გახშირებულია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რის გამოც სამინისტრო და ცნობილი სპორტსმენები მოუწოდებენ საზაგადოებას გაერთიანდნენ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამომავლოდ, სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოების კონსოლიდირებას ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ.

2 ნოემბერს 18:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ესტონეთის ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის, რომლის დასაწყისში ქართველმა ხელბურთელებმა მოედანზე გამოიტანეს ბანერი წარწერით „სპორტი ძალადობის წინააღმდეგ“ და აღნიშნულ კამპანიას შეურთდნენ“,-აცხადებენ სამინისტროში.

03.11.14

(Visited 43 times, 1 visits today)

კომენტარები