7 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

unnamed (5)ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს ბარდ ივარ სვენდსენს შეხვდა.

როგორც “თბილისი თაიმსს” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები და მათი დროულად აღსრულების მნიშვნელობა. ალექსი პეტრიაშვილმა ნორვეგიულ მხარეს ამ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

“შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში გაცილებით დიდი და ჩქარი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების განხილვას. ალექსი პეტრიაშვილმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზე და ასევე, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული ე.წ. არჩევნების აღიარებით, რუსეთის გაცხადებულ ზრახვებზე და ამ მხრივ, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ტენდენციის საფრთხეებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა რუსეთის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებული, დროული და გადამწყვეტი ქმედებების მნიშვნელობაზე”, – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველო-ნორვეგიის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე, კერძოდ, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.

მინისტრის აპარატის ცნობით, ნორვეგიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

03.11.14

Please follow and like us: