საერთაშორისო ორგანიზაციამ EIU-ის (Economist Intelligence Unit) მიერ მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა შეაფასა.
EIU-ის მიერ მსოფლიო მთავრობების ეფექტიანობა შეფასდა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარისხი და ინსტიტუციონალური ეფექტიანობა.
EIU-ის (Economist Intelligence Unit) შეფასებით, 2013 წლის საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დონემ 62,5% შეადგინა, რაც წინა 7 წლის (2006-2012წწ) საშუალო მაჩვენებელს 5 პროცენტული პუნქტით აღემატება.
EIU-ის თვალთახედვით, საქართველოს 2013 მთავრობა ეფექტიანობით რეგიონში ლიდერია და ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს (თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი), ამასთან აღნიშნული მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით 66%-ით გაიზარდა.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკში მოცემულია მთავრობის ეფექტიანობის დონის მაჩვენებლების შედარება მეზობელ ქვეყნებთან:
EIU-ის მიხედვით, 2013 წელს მთავრობის ეფექტიანობის დონის მაჩვენებლის მიხედვით პირველი ათეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
საქართველო რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს, ამასთან აღნიშნული მაჩვენებლის სიდიდით იგი უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს, მათ შორის ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლიტვას, ლატვიას, პოლონეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, იტალიას, რუმინეთს და ბულგარეთს.
აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველო 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებლის სიდიდით ევროკავშირის წევრი ისეთი სახელმწიფოების დონეზე დგას, როგორიცაა ესპანეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, სლოვენია და სლოვაკეთი:
აღნიშნულ კვლევასთან დაკვშირებით, დღეს ფორუმი ( “საქართველოს მთავრობის ხარისხი – Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა”) “ხელისუფლების საერთაშორისო მონიტორინგის ცენტრმა” მოაწყო. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაცია Economist Intelligence Unit-ის მიერ მომზადებული ანგარიში. საერთაშორისო ორგანიზაციამ EIU-ის (Economist Intelligence Unit) მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში მსოფლიო მთავრობების საქმიანობის ხარისხი შეაფასა, რომელთა შორისაც საქართველოს 2013 წლის მთავრობის ანალიზიც წარმოადგინა. EIU-ის მიერ შეფასება განხორციელდა 4 აგრეგატის მიხედვით : მთავრობის ეფექტიანობა; რეგულირების ხარისხი; კანონის უზენაესობა; არჩევანის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება.
აღნიშნული 4 აგრეგატის მიხედვით, საქართველოს 2013 წლის მთავრობა საქმინობის ხარისხით რეგიონში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ლიდერის პოზიციაზეა. EIU-ის შეფასებით, საქართველოს მთავრობას რეგულირების ხარისხის მიხედვით აშშ-ზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა “კანონის უზენაესობის” მიხედვით ისტორიული მაქსიმუმის დონეზეა შეფასებული.
03.11.14