სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში – შპს “ვიტოს” აგრარულ ბაზარს და ზესტაფონში, ი/მ “რუსიკო ფანცულაიას” რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
ინსპექტირებისას გამოვლინდა შემდეგი კრიტიკული შეუსაბამობები: ანტისანიტარია, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების – ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე, რაც აგრარული ბაზრისა და რესტორნისათვის საწარმოო პროცესის შეჩერებისა და ბიზნესოპერატორების დაჯარიმების საფუძველი გახდა.
შპს “ვიტო” და ი/მ “რუსიკო ფანცულაია” მუშაობას განაახლებენ მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ.
04.11.14