თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია გააცილეს. თანამშრომლებს სამინისტროს შენობასთან დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული. თანამშრომლები მინისტრსა და მის მოადგილეებს ტაშით შეხვდნენ.
ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს შენობა მოადგილეებთან ერთად დატოვა, რის შემდეგაც გენერალური შტაბის შენობაში გადაინაცვლა, სადაც გენერალური შტაბის თანამშრომლებს დაემშვიდობება.
ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრმა გუშინ გაათავისუფლა.
05.11.14