საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
ასტანას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
როგორც “თბილისი თაიმსს” პრემიერის პრესამსხურადნ აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერები – ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
12.11.14