ყველა ბავშვისთვის დაბადების დღე დღესასწაულთან ასოცირდება, მშობლები კი ცდილობენ შვილებს მრავალფეროვანი და განსხვავებული წვეულება მოუწყონ. დაბადების დღის ცენტრები ხშირ შემთხვევაში ერთფეროვან პროგრამებს სთავაზობენ ბავშვებს. ”თბილისი თაიმსი” დაგეხმარებათ, გაიგოთ თუ სად შეიძლება მოუწყოთ თქვენს პატარებს განსხვავებული და მრავალფეროვანი დღესასწაული.
ამჯერად ბლიც-გამოკითხვა დაბადების დღის ცენტრებს ეხება. გამოიკითხა თბილისში არსებული 7 დაბადების დღის ცენტრი: „დადუს სახლ“; „მეჯიქ სითი“; „ზალიკოს გასართობი ცენტრი“; „კომედი შოუს გასართობი ცენტრი“; „მერი პოპინსი“; „მინიონები“ და „მთაწმინდის პარკის დაბადების დღის ცენტრი“.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვიდივე გასართობი ცენტი ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი. მათი განცხადებით, მიუხედავად ბაზარზე არსებული კონკურენციისა საკუთარი მომხმარებელი ჰყავთ და არ განიცდიან ამ მხრივ დეფიციტს. ფასები კი 10 ბავშვზე – 120- 250 ლარის ფარგლებში მერყეობს.
დადუს სახლი: ”ჩვენ განსხვავებული სეგმენტი გვიჭირავს დაბადების დღის ცენტრებს შორის. სხვა გასართობებთან და სათამაშოებთან ერთად ჩვენ ბავშვებს ვთავზობთ საბავშვო წარმოდგენებსა და თეატრებს, რომელიც არის ინტერაქტიული, რაც ბავშვების მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს. დადუს სახლს აქვს ფასდაკლება განთავსებული რამდენიმე ფასდაკლების საიტზე, Hotsale.ge-ზე ჩვენი შეთავაზების ღირებულება არის 237 ლარი, swoop.ge-ზე კი 250 ლარად. ჩვენს გასართობ ცენტრს რეკლამა არა აქვს, რეკლამის სახით ვიყენებთ ამ ფასდაკლების საიტებს. მინდა გითხრათ, რომ ბაზარზე არის ძალიან დიდი კონკურენცია. ჩვენთვის ეს ბიზნესი კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ არის. ძალიან ბევრი ახალი ცენტრი გაიხსნა თბილისში, მაგრამ ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ჩვენს კლიენტებს განსხვავებული პროგრამის საშუალებით. დადუს სახლს ფილიალი არა აქვს, ეს ხერხი მარკეტინგულად ძალიან მომგებიანია, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსების არარსებობის გამო ვერ ვახერხებ. მოთხოვნა ფასდაკლების საიტების დახმარებით წელს ძალიან გაიზარდა.”
მეჯიქ სითი: ”ჩვენ გვაქვს ილუზიონისტის შოუ, მხიარული სტარტები-ანუ სპორტული შეჯიბრება, ლაზერ-შოუ, საპნების შოუ, X-BOX და კიდევ სხვა მრავალფეროვანი თამაშები, ჩვენი მომსახურების ღირებულება საშუალოდ 200 ლარი ჯდება. ჩვენ, ისევე როგორც ყველა სხვა ცენტრს, ჩვენი კლიენტი გვყავს. ვფიქრობ მომგებიანი ბიზნესია მაგრამ არ მიმაჩნია, რომ რომელიმე ცენტრი ჩვენი კონკურენტია, რადგან ჩვენ განსხვავებული შოუ-პროგრამა გვაქვს. მშობლები დაბადების დღის ცენტრის არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ შოუ-პროგრამასა და მენიუს. „მეჯიქ სითი“ მხოლოდ ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი, ჯერჯერობით მეორე ფილიალის გახსნას არ ვგეგმავთ. ჩვენი დაბადების დღის ცენტრის შეთავაზებები დევს რამდენიმე ფასდაკლების საიტზე, ესაა Hotsale.ge და Swoop.ge. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.”
ზალიკოს გასართობი ცენტრი: ”ჩვენი ცენტრი საკმაოდ მრავალფეროვან და მხიარულ პროგრამას სთავაზობს ბავშვებს. პროგრამების ღირებულება იწყება 120 ლარიდან ხოლო მაქსიმალური ფასია- 250 ლარი, მენიუს ღირებულება კი ერთ ბავშვზე მინიმალური- 12 ლარი, მაქსიმალური- 22. მშობლები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ მენიუს.
„ზალიკოს დაბადების დღის ცენტრს“ ერთი ფილიალი აქვს ორი დარბაზით. ფასდაკლებებს ჯერჯერობით არ ვგეგმავტ, მოთხოვნა კი საკმაოდ მაღალია.
კომედი შოუს დაბადების დღის ცენტრი: ” ჩვენი დაბადების დღის ცენტრი ბავშვებს სთავაზობს გართობას კომედი შოუს მსახიობებთან ერთად, ეს მომსახურება 10 ბავშვზე 80 ლარიდან 180 ლარამდე ჯდება, მოთხოვნა ძალიან მაღალია, ასევე კონკურენციაც გაიზარდა, თუმცა კონკურენტებად არავის აღვიქვამთ. „კომედი შოუს გასართობი ცენტრი“ ჯერჯერობით ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი, შესაძლებელია მეორე ფილიალიც გაიხსნას ახლო მომავალში. ფასდაკლება უკვე გვქონდა ფასდაკლების საიტზე Swoop.ge, ჯერჯერობით კი ასეთ აქციას აღარ ვგეგმავთ.”
მერი პოპინსი: ”ჩვენი დაბადების დღის ცენტრი მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს მომხმარებელს, გვყავს რამდენიმე დიჯეი, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული პროგრამა აქვთ. ჩვენი ცენტრის მომსახურებისთვის მინიმალური გადასახადი 10 ბავშვზე 130 ლარია. ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია, შესაძლებელია თითოეული ცენტრი ჩვენს კონკურენტად ჩავთვალოთ. მშობლები დაბადების დღის ცენტრების არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გასარტობ პროგრამებს. ”მერი პოპინსი” ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი, შესაძლებელია მეორე ფილიალიც გავხსნათ მოკლე ხანში. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია”
მინიონები: ” ჩვენ სხვადასხვა გასაღთობ პროგრამასთანე რთად ბავშვებს წარმოდგენებსაც ვთავაზობთ. ამჟამად პროგრამაში გვაქვს ”პრინცესასა და პრინცის თავგადასავალი”, ”მინიონების მოგზაურობა ჩვენს დროში”, უახლოეს მომავალში იგეგმება ”საშობაო ზღაპრის” წარმოდგენაც. ცენტრის მომსახურების ღირებულებას განსაზღვრავს მენიუ და პროგრამა, მინიმალური ღირებულება შეადგენს 250 ლარს. ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, მშობლები ცენტრების არჩევისას საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ გასართობ პროგრამებსა და მენიუს. ”მინიონებს” მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს ჯერჯერობით, ახლო მომავალში კი იგეგმება ახალი ფილიალის გახსნაც, თუმცა ჯერ ვერ დავაკონკრეტებთ რომელ უბანში. ჩვენ ახალახან შემოვედით ბაზარზე ამიტომ რეკლამის მიზნით ფასდაკლებული შეთავაზებები გვიდევს ფასდაკლების საიტებზე. მოთხოვნა ძალიან მაღალია, მინიონები ყველას უყვარს.”
მთაწმინდის პარკის დაბადების დღის ცენტრი: ”ვინაიდან ჩვენი ცენტრი მთაწმინდის პარკში მდებარეობს შეთავაზებებში სხვა პროგრამებთან ერთად შეყვანილი გვაქსვ ყველასაგან განსხვავებული შეთავაზება, ატრაქციონები. გვაქვს სხვადასხვა პაკეტი, სადაც ატრაქციონების განსხვავებული როადენობა შედის. მთაწმინდის პარკის დაბადების დღის ცენტრის ღირებულება არის 15 ლარი ერთ ბავშვზე, ამ თანხაში შედის ასევე ტრამვაის მომსახურება, ბავშვების ამოყვანა და უკან ჩაყვანა. ბაზარზე კონკურენცია, რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალია, მშობლები ცენტრის არჩევისას ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ კვებას ასევე დიჯეის, ჩვენთან განსაკუთრებით მოსწონთ ატრაქციონები. მოთხოვნა ზაფხულში გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ზამთრის პერიოდში. ჯერჯერობით ფასდაკლებას არ ვგეგმავთ.”
14.11.14
ნინა პირტახია