აშშ  სანქციებს გაატარებს ირანის 4 კომპანიისა და ერთი კერძო პირის მიმართ, რომლებიც არღვევდნენ ბირთვული იარაღის გაუვრეცელებლობის რეჟიმს, განცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პატრიკ ვენტელმა, ავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას ”РИА Новости”.

”ისინი აწვდიან ირანის ხელისუფლებას იმგვარ საქონელს და ტექნოლოგიებს, რომლებიც ურანის გამდიდრების შესაძლებლობას უწყობენ ხელს”-ნათქვამია განცხადებაში.

მიღებული ზომები ითვალისწინებს: ამერიკელებისთვის ამ კომპანიებთან ნებისმიერი საქმიანობის აკრძალვას, აგრეთვე მათი შესაძლო აქტივების გაყინვას ამერიკის ტერიტორიაზე.

სანქციები გატარდება ირანული კომპანიების: Aluminat, Pars Amayesh Sanaat Kish, Pishro, Taghtiran Kashan-ის და ირანის მოქალაქის ფარვიზ კხაკის მიმართ.

ამერიკული ხელისუფლების მონაცემებით, ეს უკანასკლნელი უზრუნველყოფდა დანადგარების მიწოდებას ურანის გამდიდრებისთვის საჭირო ცენტრიფუგების შესაქმნელად.

”ა.შ.შ აგრძელებს ამგვარი საქმიანობის გამოძიებას და შეიძლება მომავალში დასახელდეს სხვა კომპანიები”, – განაცხადა ვენტელმა.

10.05.13

Please follow and like us: