ალბათ, ყველას საკუთარ თავზე გამოუცდია თუ რა ძალა აქვს მუსიკას. მუსიკოსის ფიქრები, რომელიც შავ ნოტებად თეთრ ქაღალდზე გადმოდის და შემდეგ შავ-თეთრი კლავიშებით ფორტეპიანოზე სრულდება. ყველაზე გასაკვირი, არის ის, თუ რამდენად ზოგადი და რამდენად ინდივიდუალურია ის ერთდოულად. უსმენ მუსიკას და შენ მოგზაურობ საკუთარი ფიქრების, ემოციების, სურვილების, მისწრაფებების, განცდების სამყაროში. ყველას არ შეუძლია საკუთარი ხელით ააჟღეროს სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ დაწერილი მუსიკა, თან ისე, რომ სათქმელი ბოლომდე თქვას. ხშირად მითქვამს, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ქართველია… „თბილისი თაიმსი“ ამჯერად გერმანიაში მცხოვრებ, ახალგაზრდა  ქართველ პიანისტს – მარიამ ბაწაშვილს ესაუბრა. ის სულ ახლახანს პიანისტებისათვის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული – ფრანც ლისტის სახელობის საერთაშორსო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ჩვენ დავინტერესდით, თუ, როგორ მიაღწია ამ წარმატებას, როგორ ცხოვრობს გერმანიაში უნიჭიერესი პიანისტი და რა გეგმები აქვს სამომავლოდ…

10808231_10152546942468063_1316587516_n

– მარიამ პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებას. თუ შეიძლება ჩვენს მკითხველს რომ უამბოთ რა გამარჯვება მოუტანეთ თქვენს თავს და საქართველოს ასევე რა თქმა უნდა. საკმაოდ ბევრმა ქართველმა ადამიანმა მიიღო უცხოეთიდან მოლოცვა რომ მარიამი გვყავს და რომ მან ამ კონკურსში გაიმარჯვა. რა კონკურსში გაიმარჯვე და რატომ მოყვა ამხელა აჟიოტაში მსოფლიო მუსიკის სფეროში?

– საკმაოდ ადრეული ასაკიდან ნელ-ნელა ვამჩნევდი, რომ ლისტის მუსიკას განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემში… მასზე საუბრისას ყოველთვის ღიმილი ეფინებოდა ჩემს სახეს… მიხაროდა მისი ნაწარმოებების დაკვრა, მხიბლავდა მისი თითოეული ნოტის, ფრაზის სილამაზე.  მინდოდა, უფრო ღრმად ჩავწდომოდი მის იდეებს… ჩემმა მასწავლებელმა ქალბატონმა ნათია ნაცვლიშვილმა და მე გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილება ვაიმარში არსებულ ლისტის სახელობის მესამე ახლაგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე. (ჩატარდა 2011 წელს) კონკურსი ძალიან კარგი შედეგით დასრულდა, პირველი ადგილი, “grand prix” და ფერენც ლისტის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლის წოდება მომანიჭეს. ამ წარმატების შემდეგ მქონდა მოწვევები სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც როგორც სოლო, აგრეთვე ორკესტრის თანხლებით ვატარებდი კონცერტებს, ვმოგზაურობდი და პარალელურად ვსწავლობდი ახალ რეპერტუარს. ახლა უკვე მეოთხე წელია ვცხოვრობ ვაიმარში და ვსწავლობ  ფერენც ლისტის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში. ძალიან მინდოდა უფრო მეტის მიღწევა ლისტთან მიმართებაში. მინდოდა მესწავლა მისი სონატა და მრავალი სხვა ნაწარმოები, რომელიც საბედნიეროდ ლისტის საერთაშორისო კონკურსის დებულებაში, სავალდებულო პროგრამაში აღმოჩნდა. შესამაბისად ერთი წლის განმავლობაში, სრულიად ფოკუსირებული ვიყავი ფრანც ლისტის 3 საათიან პროგრამაზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შევასრულე კონკურსზე – ჰოლანდიაში. საბედნიეროდ ეს კონკურსიც, როგორც სამი წლის წინ, ასევე წარმატებით დასრულდა. ამ კონკურსზეც პირველი ადგილი, საერთაშორისო პრესის პრიზი და ახალგაზრდა ჟიურის პრიზი სონატის საუკეთესო შესრულებაში მივიღე. ძალიან გახარებული ვარ… ეს კონკურსი მასპინძლობა 19-დან 29-წლამდე პიანისტებს.

10811930_10152546942478063_1994268256_n

ფრანც ლისტის სახელობის საერთაშორსო საფორტეპიანო კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია პიანისტებისთვის. თუ შეიძლება მოგვიყევით როგორ მოხდა ამ კონკურსზე თქვენი წარდგენა?

– კონკურსის შესარჩევი ტური ჩატარდა ამ წლის მარტს, ნიუ-იორკში, უტრექსში, მოსკოვში და პეკინში. მე უტრექსში წავედი, სადაც 25 წუთიანი პროგრამა შევასრულე. შესარჩევი ტურის პასუხები ვიდეოს სახით დაიდო yotube-ზე, სადაც ჟიურის წევრები თითოეულ მონაწილეს ანბანის თანმიმდევრობით აცხადებდნენ. საბედნიეროდ დიდი ლოდინი არ დამჭირდა, რადგან ჩემი გვარი „ბ“-ზე იწყება. არჩეული იქნა 23 მონაწილე, რომლებიც 26 ოქტომბრიდან უტრექსში ჩამოვიდნენ. მეოთხედ ფინალის შემდეგ გამოაცხადეს ნახევარ ფინალისტები – 9 ადამიანი, ხოლო  თითოეული მონაწილის მიერ ჩატარებული 1 საათიანი სოლო კონცერტის შემდეგ გამოცხადდა 3 ფინალისტი… ფინალში შევასრულე სონატა “ლორელეი“ და ერთი საფორტეპიანო კონცერტი, ჰოლანდიის რადიო ფილარმონიული ორკესტრის თანხლებით.

10799276_10152546942488063_1477170954_n

სამი ფინალისტიდან თქვენ პირველი გახვედით სცენაზე, ახლდა თუ არა თან მღელვარება თქვენს გამოსვლას? სპეციალისტები როგორ აფასებდნენ თქვენს გამოსვლას?

– ერთი სული მქონდა როდის დავუკრავდი ფინალში. იმდენად გამიხარდა ფინალში გასვლა, რომ ჩემი ნერვიულობა გადაიზარდა რაღაც კარგში, რომელმაც ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა ჩემს  შესრულებაზე.

– კონკურსზე თქვენ შეასრულეთ ”ლორელეი”, საერთაშორისო პრესა კი წერს თქვენი შესრულების მანერაზე, დახვეწილობასა და სენსიტიურობაზე, ასევე ვკითხულობთ, რომ ეს შესრულება იყო სენსაციური. მაყურებელი როგორ შეხვდა თქვენს შესრულებას?

– მაყურებლისგან ვრგძნობიდი, რომ ჩემი მთელი შესრულების განმავლობაში იყო ჩემთან ერთად, ჩვენ ყველა ერთად ვმოგზაურობდით ფერენც ლისტის მიერ ნაჩვენებ ისტორიაში… მე უბრალოდ მუსიკის გამტარებელი ვიყავი… ისინი თითოეული ტურის შემდეგ მხურვალე ოვაციებით მამხნევებენ.

10811575_10152546942493063_99443381_n

– ასეთ პერესტიჟულ კონკურსზე, თქვენ საპრიზო – პირველი ადგილი გერგოთ, პირველი შეგრძნება, რომელიც დაგეუფლათ.

– სიტყვებით აღუწერელი იყო ის გრძნობა, როდესაც ჟიურის თავჯდომარემ მეორე ადგილის პრიზიორი გამოაცხადა… ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ მე პირველი ადგილი მერგო… ბედნიერება, სიხარული, მადლიერება, სიყვარული ლისტის მიმართ… ეს ყველა გრძნობა ერთად მოვიდა და  სულ ცოტა მაკლდა, რომ არ  წავქცეულიყავი ემოციების მოზღვავებისაგან. შემდეგ  სცენაზე მიმიხმეს და მეც სიხარულით ავფრინდი. (მოგვიანებით, გადაღებულ კადრებს შევხედე და აშკარაა, რომ სცენაზე კი არ მივდიოდი, სიხარულისაგან მივრინავდი პრიზის ასაღებად.)

– ვიცით, რომ გერმაელებს ძალიან დიდი კულტურა აქვთ თქვენს სფეროში. ზოგადად ქართველების და გერმანელების ურთერთობაზე რომ გვესაუბროთ თქვენს მაგალითზე. ადვილად მიგიღეს? არ იყო ეჭვიანობა, ხელის შეშლა, რომ ამხელა წარმატებაზე შეიძლება გასულიყო ქართველი?

– გერმანელ ხალხზე ძალიან მცდარი წარმოდგენა არსებობს, თითქოს ცივი, უგულო და ეგოისტი ერია… ჩემი მთლიანი სწავლა დამიფინანსეს პირველი სემესტრიდან, სიყუვარულს მაქსიმალურად გამოხატავენ.. მე პირადად თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ გერმანიაში. აქ არის ჯანსაღი კონკურენცია და არა ინტრიგნული.

229037_222489191096901_3562207_n

– მარიამ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან?

– მუსიკასთან შეხება დავიწყე ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ნერგებში“. ჩვენი ჯგუფი საკმაოდ წარმატებული იყო. გასტროლები გვქონდა ბულგარეთში, სადაც მახსოვს ვმღეროდი და ასევე ვუკრავდი. ხოლო შემდეგ, 6 წლის ასაკში დავიწყე კლასიკური მუსიკის დაკვრა, რაც ჩემი ბებიის სურვილი იყო. ქალბატონი ნანა ნაცვლიშვილი პირველი კლასიდან იყო, არის და იქნება  ჩემი პედაგოგი! იგი ამ კონკურსზეც ჩემთან ერთად იყო ჰოლანდიაში, ჩვენ ერთად შევძელით წარმატების მიღწევა.

როგორ ფიქრობთ რა შეუძლია მუსიკას?

– მუსიკას ძალიან ბევნაირი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ადამიანზე. შეუძლია ადამიანს დაანახოს ან შეახსენოს ისეთი ცხოვრებისეული დეტალები, რასაც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ამჩნევს. შეუძლია გაამხნევოს ან პირიქით დეპრესიულობისაკენ უბიძგოს. ჩემი აზრით, რაც ყველაზე სასიამოვნოა, მას შეუძლია ბედნიერება მიანიჭოს განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, რომელსაც პრობლემების გამო ავიწყდება, რომ ყოველი ახალი დღე ღვთის საჩუქარია, რომ მზის ამოსვლა სასიხარულოა და რომ ცხოვრებაში პატარ-პატარა დეტალებია რაც გვაბედნიერებს.

– რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?

– როდესაც ნაწარმოებს ვასრულებ, იმას ვგრძნობ რის შესახებაც არის ნაწარმოები. გლობალურად თუ შევხედავთ, ალბათ მაინც სიამოვნების გრძნობაა, რომ მაქვს შესაძლებლობა ხალხს გადავცე ცოცხალი ფორმით ის, რაც კომპოზიტორმა დაგვიტოვა ნოტების სახით.

– რომელია თქვენი საყვარელი ნაწარმოები, კომპოზიტორი და რატომ?

– ყველა კომპოზიტორს საკუთარი ადგილი უკავია ჩემს გულში, მაგრამ ლისტს კიდევ უფრო განსაკუთრებული ადგილი აქვს.

10814142_10152546942483063_1682938181_n

პროფესია, რომელშიც საკუთარ შესაძლებლობებს სიამოვნებით გამოცდიდით?

 – მე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, ასე, რომ არც მიფიქრია რაიმე სხვა პროფესიაზე.

თვლით, რომ ხართ ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე?

– ჩემს თავზე საუბარი არ მხიბლავს, მაგრამ რადგან მეკითხებით, გიპასუხებთ. ძლიერი უნდა იყოს პიანისტი და საერთოდ ყველა პროფესიის ადამიანი, რაიმეს მიღწევა თუ უნდა ცხოვრებაში. შესაბამისად არც მე ვარ სუსტი.

– თვენი აზრით, რა არის საჭირო ქალისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს?

– კაცისთვისაც და ქალისთვისაც წარმატების მისაღწევად საჭიროა: საქმისადმი სიყვარული, ბევრი შრომა, თავდაჯერებულობა და იღბალი.

10806891_10152546942498063_900889798_n

-თქვენი მისამართით ალბათ, კომპლიმენტები ბევრია… თუ შეგიძლიათ გამოყოთ ყველაზე მეტად აღფრთოვანება, პროფესიული თვალსაზრისით ვისმა ყურადღებამ გამოიწვია და გვიამბოთ.

– კონკურსის შემდეგ ჟიურის წევრებთან გასაუბრების საშუალება მომეცა…. ავსტრიელმა პიანისტმა ევა ბადურა-სკოდამ დაიჭირა ჩემი ხელები, მაკოცა და მითხრა: შენ ძალიან დიდი წარმატება გელის, მე კი ერთს გთხოვ, როგორც ახლა გიყვარს თითოეული ნოტი, როგორც ახლა ხარ აღფრთოვანებული მუსიკის სილამაზით, მომავალში არ დაკარგო ეს სენსიტიურობა, დარჩი ასეთი, როგორიც ხარ… ამ კომენტარის შემდეგ ვერ შევიკავე თავი და მის თვალწინ ვიტირე…. (ამდენ ემოციებს ვერ გავუძელი)

– თქვენს ოჯახზე რომ გვიამბოთ?

– მე გავიზარდე ძალიან კეთილ, მოსიყვარულე და პატიოსან ოჯახში, მათთან კონტაქტს skype-თ ვინარჩუნებ და წელიწადში ორჯერ ჩავდივარ. ჩემთვის ჩემი ოჯახი ყოველთვის არის სიკეთის და სიმართლის მაგალითი.

საქართველოსთან როგორ დამოკიდებულებაში ხართ? აპირებთ დაბრუნებას?

– სწავლას სავარაუდოდ ისვე ევროპაში გავაგრძელებ. სამომავლოდ სად ვიქნები ამ ეტაპზე არ გადამიწყვეტია…

1468549_540936335994374_670272384_n

– რა სამომავლო გეგმები გაქვთ? როგორ აპირებთ თქვენი კარიერის გაგრძელებას?

– პირველ ადგილის პრიზიორს აქვს 3 წლის განმავლობაშო კარიერის დახმარების პროგრამა კონკურსისგან. რაც ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მექნება მსოფლისო სხვადასხვა ქალაქებში კონცერტები… გუშინ ჩემმა მენეჯერმა უკვე მაჩვენა სია, 80 კონცერი უკვე დაგეგმილია და ისიც მითხრა, რომ ეს თურმე ნახევარი სია ყოფილა, უბრალოდ დანარჩენების ზუსტი თარიღი ჯერ არ იცის… ალბათ მარტივია ჩემი სახის გამომეტყველების წარმოდგენა, როდესაც მითხრა, რომ ჩვენი კონცერტების ტური თბილისში იწყება! 8 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოლო კონცერტით ჩამოვდივარ! ძალიან მიხარია, რადგან რაღაც საოცრება ხდება…. საქართველოდან იწყება მსოფლიო ტური.

17.11.14

ესაუბრა ანო მუქათარიძე

Please follow and like us: