ვაკეში, აბაშიძის 22 ნომერში ერთ პატარა კაფეში – “CC1” შეგხვდებათ ლამაზი, მწვანეთვალება, მხიარული გოგონა, რომელიც გაგიკვირდებათ, მაგრამ ის არც მეტი და არც ნაკლები – ბარმენია. პროფესიით დიზაინერი, რომელიც სამომავლო კარიერისთვის ფულს აგროვებს, მოსწონს თავისი სამუშაო და სულაც არ უქმნის დისკომფორტს ბარის სტუმრების გაოცებული სახეები – ქალი ბარმენის დანახვისას. ”თბილისი თაიმსს” ბარმენი და საინტერესო რესპოდენტი ირა ცაგარელი ესაუბრა.
ირა მოგვიყევით თქვენს შესახებ, თქვენ დღევანდელ საქმიანობაზე რას გვეტყვით, რამდენად რთულია იყო ბარმენი, რა სპეციფიკაა ამ პროფესიაში?
დაახლოებით 5 წელია რაც ბარმენად ვმუშაობ. გოგოსთვის ძალიან რთულია ბარმენად ყოფნა, რადგან ყოველთვის გიწევს იმის დამტკიცება, რომ შეგიძლია ამის გაკეთება. რთულია მაგრამ შესაძლებელი. პროფესიით დიზაინერი ვარ, ფართო ასპარეზზე ჯერ არ გამიტანია ჩემი ნამუშევრები. ვგეგმავ, რომ ამ ეტაპზე პროფესიულად დავხვეწო ყველა სახის ტექნიკა (კერვა, ქარგვა, ქსოვა, კონსტრუირება) რაც ჩემს პროფესიას ეხება. სრულყოფილად ჯერჯერობით, ამ სფეროში არ ვმუშაობ, მხოლოდ ინდივიდუალურ დაკვეთებს ვიღებ ისიც იშვიათად, ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო. მომავალში ვგეგმავ, რომ ჩემი პროფესიით გავაგრძელო მუშაობა. დღევანდელი სამსახურის საშუალებით ვაგროვებ ფულს ჩემი საქმიანობის წამოსაწყებად. ბარმენად მუშაობა დავიწყე იმიტომ, რომ არის ენერგიული სამსახური, მდუმივად მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა და არა, დილიდან საღამომდე ოფისში გაუნძრევლად ჯდომა. ამავე დროს ვსწავლობ ადამიანების ტიპაჟს, ვინ როგორი ენერგეტიკის მატარებელია, როგორ აცვია თავისი ხასათიდან გამომდინარე და მრავალი სხვა ნიუანსი რაც მომავალში დამეხმარება იმაში, თუ რა ტიპაჟს როგორი ტანსაცმელი შევურჩიო.
მუშაობის პროცესშიროგორიბრძანდებით?
მუშაობის პროცესში ვცდილობ ვიყო ენერგიული და ბოლომდე დავიხარჯო. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს. ეს უპირველესია ჩემთვის. მიფუჩეჩება არაფრის მიყვარს და მნიშვნელოვანია შედეგი და კმაყოფილი სახეები.
გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები, როცა ამ პროფესიას დაეუფლეთ, სირთულეეები რომლის გადალახვაც მოგიწიათ?
პირველად კაზინოს ბარში დავიწყე ბარმენად მუშაობა. იქ სხვანაირი სისტემა იყო, უფრო რთული. ყურადღება ექცეოდა ბარმენის სისწრაფეს, ამტანობას, უფრო დიდი წნეხი იყო, რაც გავლენას ახდენს ნერვებზე. დიდ სირთულეს წარმოადგენდა იმ პერიოდში ჩემი პრობლემებიდან გამომდინარე ყოველთვის ღიმილიანი სახე, თუმცა ესეც გადავლახე და ცხოვრების წესად მექცა ვიყო მუდამ ღიმილიანი და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო და გადავცე სხვასაც…
სასმელების მომზადება ერთგვარი ხელოვნებაა და დიდი ცოდნაც სჭირდება, თქვენ რას სთავაზობთ ბარის სტუმრებს, სხვა ბარმენებისგან განსხვავებული, განსაკუთრებული ხელწერა ხომ არ გაქვთ სასმელების მომზადებაში?
ყველა ბარმენს საკუთარი ხელწერა აქვს, ან გამოგდის კარგი ან არა. ეს ისეთივე პროცესია, როგორც საჭმლის მომზადება, შეიძლება გამოგივიდეს გემრიელი, შეიძლება არა. ჩემი დამზადებული სასმელი ბარის სტუმრებს ძალიან მოსწონთ, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ხელწერა, დამზადების წესი, გაფორმების მანერა. ძირითადად კი კლასიკურ კოკტეილებს ვაკეთებ. მაგალითად, ყველაზე ხშირად ვამზადებ ”დაიკირს“, რომელიც არის ნორმალურად ალკოჰოლური, მზადდება რომისგან, ქალიც და მამაკაციც თანაბრად გემრიელად მიირთმევს. ეს კოკტეილი ფორმდება ქრაშით, ანუ დამსხვრეული ყინულით და ლაიმის ნაჭრით, ძალიან სადაა მაგრამ ამავდროულად დახვეწილი.
ქალი ბარმენი თბილისში იშვიათობაა, თუ იცნობთ სხვა ქალბატონებს რომლებიც ასევე ამ საქმიანობით არიან დაკავებული?
ვიცნობ რამდენიმე ქალ ბარმენს, საკმაოდ ბევრნი არიან.
რომელია თქვენი საყვარელი სასმელი-კოქტეილი, რომელსაც ხშირად ამზადებთ?
მიუხედავად იმისა, რომ ბარმენი ვარ, არ მიყვარს კოკტეილები, მე მიყვარს სუფთა სასმელები. დიდი მოყვარული ვარ ლუდის და ასევე სიამოვნებით მივირთმევ ტეკილას. ძალიან ხშირად მიწევს ”ლონგ აილენდის” გაკეთება, რომელშიც შედის თითქმის ყველა სახეობის სასმელი, ასევე ერევა რედ ბული ან კოკა-კოლა, გაფორმება კი ინდივიდუალურია, ბარმენის ფანტაზიაზეა დამოკდიებული.
პროფესია, რომელშიცსაკუთარშესაძლებლობებსსიამოვნებითგამოცდიდით?
სიამოვნებით გამოვცდიდი თავს მზარეულის პროფესიაში. მიყვარს კერძების მომზადება და ხშირადაც ვამზადებ. ესეც ერთგვარი ხელოვნებაა, შექმნა ახალი გემო. სიამოვნებით გავეცნობოდი ყველა ქვეყნის სამზარეულოს.
თვით, რომ ხართ ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე?
დიახ ვთვლი, რომ ვარ. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, მარტოხელა დედობა. არცთუისე ადვილი პროფესია გახლავთ, რაც დიდ ძალისხმევას და პიროვნულ სიძლიერეს ითხოვს აღზარდო ღირსეული ბავშვი მარტომ.
როგორია ირა ცაგარელი ოჯახში, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახურ ცხოვრებას და სამუშაოს?
ოჯახში საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ვარ, მიყვარს წესრიგი. არ არსებობს დასვენების დღე ოჯახის წევრები ჩემი კულინარიული შედევრებით არ გავაოცო, ეს ხუმრობით. მშვენივრად ვუთავსებ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს, სახლში ვარ მთლიანად ოჯახზე გადართული, სამსახურში კი სამუშოზე.
თქვენ ერთი შვილი გყავთ, პრინციპი, რომლითაც ზრდით….
ვერ გეტყვით, რომ თანამედროვე პრინციპით ვზრდი შვილს, არ ვემხრობი იმას, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება აქვს. ხშირ შემთხვევაში უფროსსა და უმცროსს შორის ზღვარია დარღვეული. მყავს ერთი გოგონა 8 წლის ელენე, ძალიან გონიერი და ნიჭიერი ბავშვია, საოცრად ხატავს და მის ასაკთან შედარებით ძალიან ბავშვურია, რაც მახარებს და ვეცდები დიდი ხნით გავუხანგრძლივო ეს. ბავშვობას ხომ ვეღარასდროს დავიბრუნებთ. სამწუხაროდ ახლანდელი მშობლები ხშირად ცდებიან როცა დროზე ადრე ართმევენ ბავშვს ბავშვობას. მე და ელენე ვმეგობრობთ, ვცდილობთ ყოველი დღე გავიმრავალფეროვნოთ. ასევე რიდის და ცოტა შიშის ფაქტორიც არის, რაც აუცილებელია ჩემი აზრით.
როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი, როგორც ბარმენის უპირატესობები, რითგამოირჩევით სხვა ბარმენებისგან?
ვერ ვიტყვი, რომ ვინმესგან გამოვირჩევი, უბრალოდ აბსოლიტურად ყველა ბარმენი ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეულია, ერთნაირი ბარმენი არ არსებობს.
ყველზე კომფორულად სად გრძნობთ თავს?
სახლში. იმიტომ, რომ სულ მაკლია სახლში ყოფნა, სიმყუდროვე და ჩემი შვილი, გარემო სადაც შემიძლია დავისვენო
მომხმარებელი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
ყველა მომხმარებელი ინდივიდუალურია. თითქმის ყველა ჯდება ჩემს მაგიდასთან და ძალიან ეუცხოებათ, რომ ბარმენი არის გოგო, მაგრამ ეს დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნის, მთავარია როგორ გარემოს შეუქმნი სტუმარს. ყველა სტუმარი პატარა ისტორიაა, რომელიც ილექება ჩემს მეხსიერებაში.
22.11.14
ნინა პირტახია