საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც პაქსაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად მიიღო და არავის გადაუყენებია. პაქსაძე თანამდებობის დატოვებას ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნის.
“მინდა განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე პოსტიდან გადამაყენეს, არასწორია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მივიღე გადაწყვეტილება მუფთის პოსტი დამეტოვებინა. ბოლო დროს მკურნალობის მიზნით ხშირად ვიმყოფებოდი სამედიცინო ცენტრში. ამიტომ მივმართე ჩვენს საბჭოს განცხადებით, რომელმაც ჩემი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და მუფთის თანამდებობაზე ბეგლარ ქამაშიძე აკურთხა”, – განაცხადა პაქსაძემ.
ბეგლარ ქამაშიძე ამ დრომდე ხევლაჩაურის მუნიციპალიტეტის მუფთი იყო და დღეიდან ის სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის თანამდებობას დაიკავებს.
24.11.14