გარემოსდაცვითი ზედამხევდელობის დეპარტამენტის, სამეგრელო ზემო-სვანეთის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში, ქარსაცავ ზოლში, ხე -ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. როგორც “თბილისი თაიმს” გარემოს დაცვის სამინისტროდაბნა აცნობეს, სამართალდამრღვევბმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ნაწილის გატანა მოახერხეს. გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეცა. 24.11.14