გვიან ღამემდე გაგრძელდა ვაკის პოლიციის შენობაში რესტორან “ლატრუფეში” მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით მსახიობ ია ფარულავასა და ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის დაკითხვა.

როგორც დაკითხვის შემდეგ ფარულავამ განაცხადა, ის რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას არ შესწრებია, რადგან ადგილი ინციდენტამდე დატოვა.

შეგახსენებთ რომ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება რესტორან “ლატრუფეში” 12 მაისს გამთენიისას მოხდა.

თვითმხილველის ცნობით, რესტორანში იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, მან დაწესებულება ინციდენტის დაწყებამდე დატოვა.

 13.05.13

Please follow and like us: