საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის რეფორმები და მიღწევები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
“ჩვენ ამ მეტად მოკლე დროში რადიკალურად შევცვალეთ მიდგომები მოქალაქეების მიმართ და თითოეული პოლიციელი დავაბრუნეთ ქვეყნის სამსახურში. დღეს მოქალაქეს აღარ აქვს იმის განცდა, რომ პოლიციელი მას ებრძვის. დღეს მოქალაქეს აქვს პოლიციელის იმედი და ეს არის თქვენი დამსახურება. დღეს, საქართველო ამაყობს თქვენით და ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი”, -მიმართა პრემიერმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, განხორციელებული რეფორმები არის ძალინ შთამბეჭდავი, რომელიც სასარგებლო იქნება პოლიციის კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობისთვის.
27.11.14