unnamedევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩთან, ელეფთერიოს პროიოსისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.  საბერძნეთის ელჩმა დავით ბაქრაძეს სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-საბერძნეთს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების, კერძოდ, საბერძნეთის ჩართულობაზე, თანამშრომლობის არსებული ფორმატების ეფექტიანდ გამოყენებაზე. ხაზი გაესვა გაწევრიანების პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს გააცნო მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ გაფორმების შესახებ საქართველოს პოზიცია. ყურადღება გამახვილდა იმ საფრთხეებზე, რომელსაც აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ, ზოგადად ევროპულ უსაფრთხოებას. ხაზი გაესვა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის როლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში.

მხარეებმა, ასევე,  განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციისა და მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხები და თანამშრომლობა ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

27.11.14

Please follow and like us: