დღითიდღე ვრწმუნდები, რომ საქართველოს ნიჭიერების პოტენციალის ამოწურვა შეუძლებელია. ვფიქრობ და ვხვდები, რომ არსებობენ გამორჩეული ადამიანები, რომელსაც უფალმა ნიჭიერების კალთა უხვად დააბერტყდა. არის შემთხვევები, როდესაც საუბარი და სიტყვა ზედმეტია. მხოლოდ უნდა უყურო, უსმინო და დატკბე, რადგან  იმ ემოციას რასაც იმ წამს განიცდი, ამ ქვეყნად ვერანაირი კალამი და კლავიატურა ვერ აღწერს. „თბილისი თაიმსი“ სწორედ ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულად ნიჭიერ მუსიკოსს – ლაზარე ადამიას საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა. 

ინტერვიუს ბოლოს იხილეთ ვიდეო, რომლის ნახვის შემდეგ თავად დარწმუნდებით, რომ აქ ყველაფერი ზედმეტია და მხოლოდ მუსიკაა მთავარი…

10811445_4761277166765_1592345716_n– მოგვიყევით თქვენს შესახებ?

– ლაზარე ადამია 24 წლის, მუსიკოსი. საერთოდ პიანისტი ვარ, მაგრამ მუსიკოსი იმიტომ, რომ პიანისტობასთან ერთად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჯერ მინდოდა პიანისტობა, დავამთავრე შვიდწლედი, შემდეგ ათწლედი, ტექნიკუმი და ბოლოს უმაღლესი განათლება მივიღე. ამ დროის განმავლობაში კი, ბევრი სხვა სურვილი გამიჩნდა. მაგალითად პარალელურად  ვსწავლობდი საგუნდოზე, ასევე მინდოდა საკომპოზიციო. ბოლოს ყველაფერმა გადამიარა და მომინდა ჯაზი. ჯაზი არსად არ მისწავლია. ვფიქრობ, რომ ჯაზის სწავლა ასე არ ხდება. შეიძლება პედაგოგმა გასწავლოს რაიმე საწყისები, შემდეგ კი ყველაფერი თავად  უნდა შეძლო. ჩემით დავიწყე ჯაზის შესწავლა, შემდეგ მყავდა პედაგოგი.  ვფიქორობ თუ ადამიანს რაიმე სურს, ის საკუთარი თავის საუკეთესო მასწავლებელი იქნება.  კლასიკურ პიანისტობაზე უკვე დიდი ხანია უარი ვთქვი, თუმცა როდესაც  მჭირდება სიამოვნებით ვუკრავ. უბრალოდ ამ ეტაპზე დორებით შევწყვიტე, რადგან ეს ვერ იქნებოდა ჩემი შემოსავლის წყარო. ახლა უფრო გადასული ვარ თანამედროვე მისუკაზე, ჯაზზე… ვმუშაობდი იმედზე ვიყავი ბენდის ხელმძღვანელი. ამჟამად კი, პირველი არხის ბენდის ხელმძღვანელი ვარ.

– როდის დაინტერესდით მუსიკით, როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან?

– ალიან პატარა ვიყავი, როდესაც სახლში ფორტეპიანოსთან მივდიოდი და ჩემით რაღაცებს ვაკეთებდი. სამი თუ ოთხი წლის ვიყავი, როდესაც რაღაც მუსიკა მოვისმინე და ისე იმოქმედა ჩემზე, ცრემლები წამომივიდა. ეს, რომ  მამაჩემმა დაინახა პირდაპირ მიხვდა რაც მინდოდა და შემიყვანა  შვიდწლედში. შვიდწლედზე, რომ მიმიყვანეს კიდევ კარგი უკვე 6 წლის ვიყავი და საუბარი შემეძლო. ახლა ჩემს მშობლემს ვუმადლი იმას, რომ  პიანისტი ვარ.

10653393_742124242528227_7461835469316601075_n (1) გახსოვთ როდის გამოხვედვით პირველად სცენაზე და რა შეგრძნება დაგეუფლათ?

 პირველად, რომ გამოვედი მაყურებლის წინაშე, მახსოვს საშინლად ვნერვიულობდი. მქონდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის მიმართ. თუ მშობლებს გავაბრაზებდი და ისინი მუსიკიდან გამოყვანით დამემუქრებოდნენ, ეს ნიშნავდა იმას, რომ ამ საქციელს აღარასოდეს გავიმეორებდი. ასეთივე პასუხისმგებლობა მქონდა მაშინაც, როდესაც ნაწარმოებს ვამზადებდი. ამ ნერვიულობამ მალევე გადამიარა. ისე მომეწონა სცენაზე ყოფნა, რომ ერთი სული მქონდა როდის ავიდოდი და რაიმეს შევასრულებდი. შემდეგ ტელევიზიაში დავიწყე მუშოაბა, კამერებთან მაქვს  ურთიერთობა და  პუბლიკის შიში საერთოდ გამიქრა. პირიქით ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემი დაკვრით ვინმეს სიამოვნებას ვანიჭებ. ახლა ძალიან ბევრ მომღერალთან მიწევს მუშაობა და ექსპრომტები ძალიან მიყვარს. შეიძლება ეთერში ისე დავჯდეთ, რომ  რაიმეს დაკვრაზე  შეთანხმებულნი ვიყოთ, მაგრამ პირდაპირ  ეთერში შეიძლება სიახლე შევიტანო.  ვიცი, რომ ამყვენიან ჩემი ბენდის ბიჭები, რადგან გამოცდილებამ უკვე თავისი ქნა… 

 მუსიკა ეს თქვენთვის არის…?

 შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. არ არსებობს ჩემი  დღე მუსიკის გარეშე,  მუსიკა არის ჩემი მეორე ნახევარი. მუსიკა ჩემთვის ასოცირდება იმ ყოველდღიურობასთან, იმ ემოციებთან რასაც ჩემი საყვარელი ადამიანები მაძლევენ. ჩემთვის მუსიკაზე ახლო ალბათ მხოლოდ უფალია.  10527426_683075588433093_8659606374610332691_n – რამდენად შეუძლიათ დღეს ჩვენს ქვეყანაში დამწყებ მუსიკოსებს თავის დამკვიდრება?

– ჩვენს ქვეყანაში ანაზღაურება ხშირად მართლაც დაბალია. მუსიკოსებს თავის დამკვიდრებასთან ერთად ძალიან დაბალ ფასად უწევთ მუშაობა, თუმცა გააჩნია მუსიკოსს. პირველი წელი იმედზე, საერთოდ ჰონორალის გარეშე ვიმუშავე, ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს კარგი შედეგი მოჰყვებოდა. შემდეგ მართლაც ასე მოხდა.  ახლა არიან მუსიკოსები, რომლებიც აფუჭებენმ  ფონს. ჩემთვის ხშირად დაურეკავთ და უთქვამთ, რომ შენ ამ ფასად უნდა იმუშავო, რადგან სხვა მუსიკოსმა ამ ფასად იმუშავა. ეს კი ასე არ არის, რადგან ყველანი ერთმანეთისაგან განვსხვავდებით. შეიძლება ფული არ არის ყველაფერი, მაგრამ შენ  შენი საქმიანობით უნდა იცხოვრო.  დღეს არიან კარგი მუსიკოსები. უბრალოდ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. თუ ადამიანს მართლა უნდა მუშაობა, უნდა, რომ კარგი იყოს  და ამას მოინდომებს  აუცილებლად შეძლებს.  მე მაგალითად ყოველთვის ვუწყობ ხელს დამწყებ მუსიკოსებს. პირველ არხზე „ჩვენ დილაში“ ყოველთვის გვაქსვს მუსიკალური ბლოკები, სადაც ახალგაზრდა მომღერლები, მუსიკოსები მოგვყავს და ვაცნობთ საზოგადოებას.  

– დღეს ჩვენს ქვეყანაში რამდენად მომგებიანია მუსიკოსის საქმიანობა? რამდენად შეუძლიათ მუსიკოსებს ამით ირჩინონ თავი?

– ჩემ მაგალითზე თუ გაინტერესებს, მე ამ ეტაპზე საკმაოდ კმაყოფილი ვარ ჩემი შემოსავლით. ვერავითარ შემთხვეაში ვერ დავიწუწუნებ. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობების ბრალი, შეიძლება იყოს იმის ბრალი, რომ ფიქრობენ კარგი მუსიკოსი ვარ… მე ამაზე ზუსტ პასუხ ვერ გაგცემთ. ბევრი ვიცი გარშემო ვისაც აქვს შემოსავლის პრობლემა, მაგრამ ხშირად ეს პრობლემა მათში უფროა ვიდრე იმაში, რომ ეს საქმიანობა აირჩიეს. 1425629_559805320760121_1740661415_n– რას თვლით ყველაზე დიდი წარმატებად რისთვისაც დღემდე მიგიღწევიათ?

– მთელი 20 წლის განმავლობაში ვარ მუსიკაში. კოსნკურსებში მიმიღია მონაწილეობა მხოლოდ მაშინ,  როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. არ მესმის და ვერასოდეს ვერ გავიგებ შეჯიბრს – დაკვრაში. ფესტივალები მიყვარს ძალიან, ვყოფილვარ ბაქოში, გერმანიაში. ფესიტვალები, იმიტომ მიყვარს, რომ იქ აცნობ საზოგადოებას რა შეგიძლია, ამ ყველაფერს კი მსმენელი ისმენს და იღებს. ამჟამად კმაყოფილი ვარ, რომ ვმუშაობ ტელევიზიაში, ვიცი, რომ ტელევიზიით რასაც მიაწვდი მაყურებელს ის პირდაპირ იმოქმედებს მასზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ჩემთვის, რომ მსმენელსა და მაყურებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მუსიკა  და ეს ხარისხი არის ყველაზე დიდი მიღწევა რასაც ახლა, ამ წუთას ვაკეთებ. ძალიან მიყვარს ქართული მუსიკა. ადამიანებო თქვენც გეუბნებით, რომ უსმინეთ ქართულ მუსიკას, მომღერლებო  აუცილებლად იმღერეთ ქართული სიმღერები. ქართულ მუსიკაზე მაგარი, მე თითქმის არაფერი  ვიცი. ძალიან ცოტაა ისეთი უნიკალური მუსიკა, როგორიც ქართულია. ვგულისხმობ კარგ ქართულ მუსიკას, როგორიც არის გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი… თუნდაც კარგი, ხარისხიანი თანამედროვე ქართული მუსიკა, რაც სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ იქმნება. დღეს ძირითადად იქმნება ის რისი მოთხოვნაც არის.  ვფიქრობ, მაყურებელსა თუ მსმენელს უნდა მიაწოდო  ხარისხიანი მუსიკაც, რათა მას არჩევანის საშუალება ქონდეს.  მე ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა და მიხარია, რომ მათ შეუძლიათ ხარისხიანი და უხარისხო მუსიკის გარჩევა. 976828_1581797015378718_6874249157864777471_o– რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საკუთარი ცხოვრება?

– ვერ წამომიდგენია საკუთარი ცხოვრება მუსიკისა და დედაჩემის გარეშე. დედაჩემი, რომ არ იყოს ძალიან გამიჭირდებოდა. საერთოდ ჩემი მშობლები, მაგრამ დედაჩემი განსაკუთრებით. მას  უშუალო კავშირი აქვს ჩემს მუსიკასთან. დედაჩემმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს შემოქედებაში. ძალიან ბევრი რაღაც, თუნდაც მუსიკალურად ასოცირდება დედაჩემთან.

– რამდენ დროს უთმობთ დღეს მუსიკას? რა ადგილი უკავია მას თქვენს ცხოვრებაში?

– დრო თუ გაინტერესებთ, ნახევარ დღეზე  მეტი უკავია მუსიკას. შეიძლება უფრო ბევრიც, რადგან მგონი, როდესაც მძინავს მხოლოდ მაშინ არ ვფიქრობ მუსიკაზე.

– რას ურჩევდით დამწყებ მუსიკოსებს, რა უნდა გააკეთონ მათ საკუთარი თავის განვითარებისთვის?

– პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ისწავლონ მუსიკის საწყისები. კარგი მუსიკოსი, რომ იყო აუცილებალია ცოტა ოდენი განათლება კლასიკური მუსიკის მხრიდან. იშვიათად, მაგრამ არიან ასეთი გამონაკლისებიც, ვისაც ეს არ სჭირდება. კლასიკური მუსიკალური განათლება მათ ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს მომავალში.  მე ახლა მადლობელი ვარ ყველა ჩემი პედაგოგის, ვინც კლასიკური მუსიკა შემასწავლა. ასევე აუცილებელია ამ ყველაფერის თანამედროვეობასთან შერწყმა. ჩემი აზრით წარმატების ფორმულა არის, ის, რომ ძველ და ახალ დროში სწორედ იყო ადაპტირებული.    

10644941_743338082409597_7732846201956784988_n– დღეს ძალიან ბევრი შოუ არსებობს სადაც მუსიკოსებს შეუძლიათ საკუთარი თავი წარმოაჩინონ, რამდენად ეხმარება ეს მათ?

– ეს შოუები ფაქტიურად არაფერს არ უკეთებს მათ, ისინი მხოლიდ იმ წუთში არიან პოპულარულები. რობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენი ტელევიზიები იმაზე  არ ზრუნავენ მომღერალს, რომ გამოიყვანენ სცენაზე შემდეგ დაეხმარონ კარიერის აწყობაში. ყველა ტელევიზიაზე არ მაქვს საუბრი. ჩემი პირველი პროექტი იყო „ნუცას სკოლა“. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე, რომ „ნუცას სკოლაში“ მემღერა, რაღაცით მინდოდა გამოვჩენილიყავი საზოგადოებაში. კასტინგზე საკუთარ თავს თავად გავუწიე აკომპანირება, მალევე გამოვვარდი პროექტიდან, რადგან  მე ისეთი მომღერალი არ ვარ, რომ იქ დიდხანს ვყოფილიყავი. ძალიან მადლიერი ვარ ნუცა ჯანელიძის, რადგან მან „ნუცას სკოლის“ დამთავრების შემდეგ, დამირეკა და ჩავერთე ამ პროექტის მეორე სეზონში, როგორც პიანისტი, ჩემი ბენდით ვაფორმებდი ამ შოუს. „ნუცას სკოლის“ შემდეგ წამოვიდა უამრავი შემოთავაზება.  სწორედ ამას ვგულისხმობ, კარგი  იქნება თუ ტელევიზიები ახალგაზრდების დასაქმებას მიაქცევენ უფრო დიდ ყურადღებას. არ შეიძლება მხოლოდ რეიტინგებზე იყოს ყველაფერი აწყობილი.

– ვინ არის თქვენთვის ყველაზე საყვარელი მუსიკოსი, მომღერალი და რატომ?

 Tony Bennett, რადგან  ის ძალიან მაგრად მღერის და  საერთოდ ყველაფერს ძალიან მაგრად აკეთებს. ჩემთვის ის არის მისბაძი მუსიკოსი. Tony Bennett ახერხებს დღემდე იმას, რომ თანამედროვეობას არ ჩამორჩეს. Lady Gaga-სთან ერთადაც კი გამოუშვა საერთო ამლბომი. ასევე Billy Joel ავტორ – შემსრულებელი, რომლის სიმღერებიც და შესრულებაც სრულ ჰარმონიაშია ნებისმიერ დროსთან. 599211_346770082063647_1504572323_n – ხომ არ შეგიქმნიათ საკუთარი მუსიკა, ან ხომ არ გიფიქრიათ მის შექმნაზე?

– კი მაქვს შექმნილი საკუთარი მუსიკა. პირველი რაც შევქმენი ეს იყო პროექტ „ნუცას სკოლას“ ქუდი.  ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ რაღაც რაღაცები უნდა დამეწერა.  ჩემ თავში შემთხევით დავიჭირე, რომ შემიძლია დავწერო კარგი მუსიკა.

– რას გრძნობთ როდესაც უკრავთ?

 როდესაც ვუკრავ იმას ვგრძნობ, რომ ვერ ვხვდები რას ვგრძნობ. იმდენად კარგად ვარ, რომ საერთოდ ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს.

– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება?

– ყველაზე მნიშვნელოვანი არის პიროვნული ხიბლი იმ ნიჭთან ერთად, რომელიც მას გააჩნია. ადამიანი, თუ არ არის კარგი პიროვნება ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევს წარმატებას. არ უნდა იყო შურიანი, ორპირი… მე ყოველთვის მსიამოვნებს კარგ ადამიანებთან ურთიერთობა, მუსიკაში ეს ძალიან აუცილებელია. კარგ მუსიკას ჭირდება სისუფთავე და თუ, შენ არ ხარ კარგი პიროვნება ამას ვერ შეძლებ. მუსიკას არ უყვარს სიყალბე, მსმენელი ადრე  თუ გვიან აუცილებლად მიხვდება, რომ იტყუები და აღარ მოგისმენს. 1450350_564813433592643_197319994_n რა არის თქვენი  ოცნება? მიზანი? რომლის მისაღწევადაც ყველაფერს გააკეთებთ?

– ჩემი მიზანი არსი  ის, რომ მქონდეს კარგი მუსიკა დაწერილი, რომელსაც იმღერებენ ძალიან მაგარი მომღერლები.  ჩემი მუსიკის, ჩემი ბენდის მოსასმენად გაივსოს  ძალიან დიდი დარბაზი, ძალიან ბევრი ხალხით. მინდა, რომ დავწერო ხარისხიანი მუსიკა, რომელიც არ იქნება გათვლილი მხოლოდ რეიტინგზე.  

– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? აპირებ თუ არა საზღვარგარეთ წასვლას?

 ჩემს სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება მსურს, რომ უფრო ღრმად ჩავეშვა შემოქმედებაში. შევქმნა საკუთარი მუსიკა, ოღონდ ქართული. რაც შეეხება საზღვარგარეთ წასვლას, როდესაც უნდა წავსულიყავი გერმანიაში გადმომძლია საქართველომ. არც ერთ ქვეყანაში არ დავრჩები დიდხანს. მე ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანაში უნდა ვიყო. ყველა ქართველი, რომელსაც კარგი რაღაცების კეთება შეუძლია აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს. წავიდნენ ისწავლონ, ოღონდ იქ არ დარჩნენ, კვლავ ჩამოვიდნენ აქ და გააკეთონ კარგი საქმე. კარგია, რომ  არ წავედი საქართველოდან,  რომ წავსულიყავიაქ  ძალიან ბევრ რაღაცას დავტოვებდი.  რაც ავაშენე ჩემით, სხვისი დახმარების გარეშე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.

https://www.youtube.com/watch?v=IOxW5C32CyU

01.12.14

ანო მუქათარიძე

Please follow and like us: