რუბლის გაუფასურება მსოფლიომ შეაფასა, როგორც ისტორიული მინიმუმი, რომელიც 1998 წლიდან დღემდე ჯერ არ განმეორებულა. მყარი და დროებითი მონაცემების გავრცელება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან რუბლი რამდენიმე საათში ერთხელ საგრძნობლად იკლებს.
რუბლის გაუფასურების მიზეზად, მსოფლიოში ნავთობზე ფასების კლებას ასახელებენ, თუმცა ექსპერტების განცხადებით, ნავთობზე ფასების კლება არ არის ამ პროცესების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი. მათი თქმით, ის გეოპოლიტიკური პროცესები,რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოში, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარეობდა შედეგებს ახლა იმკის. სწორედ, რუსეთის მოქმედება უკრაინასთან მიმართებით არის რუბლის საგრძნობლად დაცემის მიზეზი.
ნავთობზე ფასის კლებასთან დაკავშირებით OPEC-მა თვის დასაწყისში შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ანგარიში და ორგანიზაციის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობზე ფასების შემცირების მიუხედავად, ნავთობმომპოვებელი ქვეყნები მოპოვებას არ შეამცირებენ, რაც მსოფლიოში ნავთობის ფასების სამომავლო კლებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ავრცელებს ოფიციალური მოსკოვიც, რუსეთის ეკონომიკური ზრდის მინისტრის ალექსეი უკულაევის განცხადებით, ნავთობზე მაღალი ფასის დაწესებით დაზარალდებიან ის ქვეყნები, სადაც ნავთობის მოპოვება შედარებით ძვირადღირებულია, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასეთ ქვეყნებად დასახელებულები არიან ირანი,ერაყი, ვენესუელა და რუსეთი.
რუბლმა რეკორდული ვარდნა განსაკუთრებით, დეკემბრის თვის პირველ დღეებში დაიწყო. დოლარის კურსმა 54 რუბლს, ხოლო ევრომ 66,94 რუბლს მიაღწია. შესაბამისად, 2 დეკემბრის მონაცემებით, დღის განმავლობაში ამერიკული ვალუტა რუბლის მიმართ 5%, ხოლო ევროპული ვალუტა 4,5% გაძვირდა. რუსეთის შემოსავლების ყველაზე მეტი წილი ნავთობის ექსპორტზე მოდის, რაც თავის მხრივ განაპირობებს რუსული ვალუტის სიმყარეს. გაზი და ნავთობი მთლიანი სახელმწიფოს შემოსავლების 70%-ს შეადგენს.
ცნობილი უცხოური გამოცემები, წარსულში არსებულ ინფლაციებს ადარებენ დღევანდელობას და აღნიშნავენ, რომ ეს არის რეკორდული მინიმუმი, ბოლო 5-10 წლის განმავლობაში. მაგალითისთვის, ბრენდ ტიპის ნავთობი ბარელზე ბოლო მონაცემებით, $ 63.53 აშშ დოლარია, ეს კი ყველაზე დაბალი ფასია 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ.
3 დეკემბრის დილის მონაცემებით კი, ევროს კურსის ერთ-ერთი დაბალი ნიშნული, მნიშვნელოვან 67-რუბლიან ზღვარსაც გასცდა. მოვლენები მეტად მტკინვეულად ვითარდება რუსეთისთვის, 1-2 დეკემბერში, რუბლის ვარდნის შემდეგ, ვაჭრობა რუსეთისთვის 2 დეკემბრის საღამო საათებში ოპტიმისტურად დაიწყო – მსოფლიოში ნავთობზე ფასების, რამდენიმე დოლარით გაძვირების ფონზე რუბლმაც გამყარება დაიწყო. თუმცა ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ქრისტინ ლაგარდის განცხადებით, ნავთობის ფასის გაიაფება დაწევა დადებითად იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე, თუმცა ეს პროცესი რუსეთს საფრთხეს შეუქმნის. აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ კი, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისთვის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა, შეხვედრის დასრულების შემდეგ სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში ნავთობზე ფასების $60 აშშ დოლარამდე დაცემის სცენარს რეალურად განიხილავს.
„მეტალინვესტბანკის“ დილინგის ცენტრის ხელმძღვანელი, სერგეი რომანჩუკი რუბლის გაუფასურებას „რუსეთიდან ვალუტის შემაძრწუნებელი გადინებით“ ხსნის. „კითხვის დასმაც კი არაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეცემა ასე მკვეთრად რუბლი. პასუხი ცალსახაა, ეს პროცესი რუბლის ასეთი მკვეთრი გამოწვეულია იმით, რომ ხალხს არ აქვს მომავლის რწმენა და ცდილობს შეიძინოს უძრავი ქონება, მიიღოს უცხოეთში ცხოვრების უფლება“.
1 დეკემბერს ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიუხედავად, რუბლი შემდეგნაირად გაუფასურდა. დოლარის კურსი პირველად გასცდა 52 რუბლს, ხოლო ევრო 65 რუბლს. რუსული ვალუტის ასეთი ვარდნა, როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, დაკავშირებულია სანქციებთან და ნავთობის გაუფასურებასთან, ეს უკანასკნელი კი ივნისის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე 40%-ით გაიაფდა. ამასთანავე, რუბლის გაუფასურება ძირითად ვალუტებთან პროცენტული მაჩვენებლით 30% -40 %-ებს შორის მერყეობს.
რუბლის დაცემის სხვა მიზეზებთან დაკავშირებით, „მეტალინვესტბანკის“ დილინგის ცენტრის ხელმძღვანელი, რომანჩუკი РБК-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ: „ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დეკემბერში დიდი ოდენობით უცხოური კრედიტების დაფარვა უწევთ, ვალუტის დეფიციტს განიცდიან. ბაზარზე არ არიან მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან სავალუტო რისკები თავის თავზე აიღონ. ასეთ პირობებში მცირე დისბალანსიც კი საკმარისია რუბლის გაუფასურების ტენდენციის დასაწყებად. გუშინ ბაზარზე დიდი ოდენობით ვალუტა გაიყიდა, მოთამაშეებს შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ეს ცენტრალური ბანკის ინტერვენცია იყო.“
ბოლოდროინდელი შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი 27 ნოემბრის გადაწყვეტილება გახდა. რუსეთის უპრეცედენტო ძალისხმევა წარუმატებლად დასრულდა და 27 ნოემბერს OPEC -მა ნავთობმოპოვების მოცულობა უცვლელად დატოვა.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს, ხელმძღვანელის, ადამ სემინისკის თქმით, ნავთობზე მსოფლიო ფასების 50 დოლარამდე დაცემა არ არის გამორიცხული. სემინისკის განცხადებით, ეკონომიკის ექსპერტთა და ანალიტიკოსთა უმრავლესობის პროგნოზებით, 2015 წლის გაზაფხულ–ზაფხულისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში საორიენტაციო მარკის ნავთობის WTI-ის , იგივე ტეხასის „მსუბუქი“ ნავთობის ფასი $62-მდე შემცირდება.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვი ეხმიანება ახალ პროგნოზებს და ამბობს, რომ ნავთობის კიდევ უფრო გაიაფების შემთხვევაში რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება და რეცესია გარდაუვალი იქნება.
ერთ-ერთი ამერიკული ტელევიზიის, Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კი ექსპერტთა 58% აცხადებს, რომ რუსეთი რეცესიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებს თუ ციმბირის მარკის ნავთობის ფასი არ ჩამოაკლდება $100 აშშ დოლარს.
OPEC-ის სამიტზე, კარტელის წევრმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები საუდის არაბეთის მეთაურობით, სიტყვით გამოვიდნენ. აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებმა დამსწრე ქვეყნებს მიანიშნეს, რომ მათ შეუძლიათ მტკიცედ დგომა ამ პირობებში და მზად არიან შეეგუონ ნავთობის დაბალ ფასებს. ამ შეგუების მთავარი მიზეზი , კი არის ის, რომ ბაზრის წილი არ დაკარგონ აშშ–სა და ჩინეთში. ნავთობის ბოლოდროინდელი გაიაფების ძირითადი მიზანია შეჩერდეს ფიქალის ნავთობის ბუმი აშშ–ში. არაბები იმედოვნებენ, რომ ნავთობის გაიაფება ამერიკაში ახალი საბადოების მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ ათვისებას შეაჩერებს.
წყარო : BBC
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე